კარდაშიანები მაიამის "მფლობელები" გახდნენ

კარდაშიანები მაიამის "მფლობელები" გახდნენ

სომხური წარმოშობის ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავები, კიმი, კორტნი და ხლოი, აშშ-ს ქალაქ მაიამის გასაღების მფლობელები გახდნენ. გასაღები მათ ქალაქის მერმა გადასცა.

დები კარდაშიანები მათი შოუს ახალი ეპიზოდის გადაღებას სწორედ მაიამიში გეგმავენ. ქალაქის მერმა ანდრე პერმა გადაწყვიტა ვარსკვლავებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.

სიტყვით გამოსვლისას მერმა აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია კარდაშიანებზე შრომისმოყვარე ხალხს და ძალიან მოხარულია იმით, რომ მაიამის გასაღები, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, სწორედ ამ სამი დის ხელშია.

რა პრივილეგიები ექნებათ მაიამის გასაღების მფლობელ კარდაშიანებს, ჯერ უცნობია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება