ინდოეთში ქალები Facebook-ში მთავრობის კრიტიკის გამო დააპატიმრეს

ინდოეთში ქალები Facebook-ში მთავრობის კრიტიკის გამო დააპატიმრეს

ინდოეთში რამდენიმე ქალი სოციალურ ქსელ Facebook-ში ხელისუფლების კრიტიკის გამო დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულარული ინდოელი ნაციონალისტი პოლიტიკოსის გარდაცვალების შემდეგ მუმბაიში ყველა ოფიციალური დაწესებულება დახურეს. მეორე ქალის დანაშაული ის იყო, რომ მან მეგობრის ეს სტატუსი მოიწონა.

21 წლის შახინ ჯანდა წერდა: "ისეთი ადამიანები, როგორიც იყო თეკერეი, იბადებიან და კვდებიან ყოველდღე და ამის გამო ქალაქში ყველა დაწესებულების დახურვა საჭირო არ არის". სწორედ ამ ჩანაწერის გამო შეექმნათ ქალებს პრობლემა კანონთან.

ისინი "რელიგიური გრძნობების შელახვაში" დაადანაშაულეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მომზადებულია news.21.by-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა