ეშტონ კატჩერმა მილა კუნისს რომაული არდადეგები მოუწყო

ეშტონ კატჩერმა მილა კუნისს რომაული არდადეგები მოუწყო

ჰოლივუდის მსახიობმა, ეშტონ კატჩერმა ახალ საყვარელს, მილა კუნისს რომში რომანტიკული სურპრიზი მოუწყო. ვარსკვლავმა მილას იტალიაში ჩააკითხა, სადაც მსახიობი ახალ ფილმზე მუშაობს.

34 წლის კატჩერი და 29 წლის კუნისი პაპარაცებმა ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში გადაიღეს. რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ წყვილმა რომის ქუჩები დაათვალიერა. მთელი ამ დროის განმავლობაში ვარსკვლავებს პაპარაცები გვერდიდან არ მოშორებიან.

მილა ამჯერად პოლ ჰაგიტის ფილმში - ”მესამე ადამიანი” იღებს მონაწილეობას, სადაც მას პარტნიორობას ჯეიმს ფრანკო უწევს. ფილმი სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. სიუჟეტი სამ ქალაქში, ნიუ-იორკში, რომსა და პარიზში ვითარდება. ფილმი ეკრანებზე 2013 წელს გამოვა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება