საქართველოს Chinawoman ეწვევა

საქართველოს Chinawoman ეწვევა

ალტერნატიული მუსიკის ცნობილი შემსრულებელი, კანადელი მუსიკოსი Chinawoman დეკემბრის ბოლოს თბილისს ეწვევა და კლუბ "ტრიუმფში" კონცერტს გამართავს.

Chinawoman-ის ფსევდონიმის მიღმა რუსულ-ებრაული წარმოშობის მიშელ გურევიჩი დგას. დასავლური და საბჭოური ტრადიციების უჩვეულო სინთეზით შექმნილი მელანქოლიური ჰანგებით მან ათასობით თაყვანისმცემელი გაიჩინა.

"ფეისბუქზე" გამოხმაურებით თუ ვიმსჯელებთ, Chinawoman-ს საქართველოშიც ბლომად ყავს ფანები, რომელთაც საყვარელი მუსიკის live-ში მოსმენის საშუალება 30 დეკემბერს, კლუბ "ტრიუმფში" მიეცემათ, თუმცა ბილეთების ფასი ჯერ უცნობია. ალტერნატიული მუსიკის იმ მოყვარულებს კი, ვისთვისაც ეს პროექტი უცნობია, შეგვიძლია იმ ჯგუფების მოკლე ჩამონათვალი შევთავაზოთ, რომლებიც მუსიკალურ რესურს last.fm-ის მოსაზრებით, მეტნაკლებად მსგავს მუსიკას უკრავენ. ესენია: PJ Harvey, Peaches, Hole, Nirvana, Vincent Gallo, Brazzaville, Portishead, Leonard Cohen.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება