ისრაელთან შესაძლო ზავის წინ, ღაზაში "ისრაელის ჯაშუშებს" სასტიკად გაუსწორდნენ. ნიღბიანმა "ჰამასის" მებრძოლებმა ექვსი ჯაშუშობაში ბრალდებული ქუჩაში ჩაცხრილეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი გვამი მოტოციკლს მიაბეს და ყვირილით : "ჯაშუში! ჯაშუში!" ათრიეს.
სიკვდილით დასჯა, რომელიც 20 ნოემბერს მოაწყვეს, საჯარო იყო - მოკლულთა გარშემო ბრბომ მოიყარა თავი, რომლებიც დარჩენილ ხუთ გვამს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჰამასის საბრძოლო ფრთა "დაჯგუფება იზადინ ალ-კასამამ" აიღო.
მოკლულებს "ჰამასის" მებრძოლებსა და სარაკეტო დანადგარების ადგილმდებარეობის შესახებ ისრაელისთვის ინფორმაციის გადაცემაში ედებოდათ ბრალი. ბრალდების მტკიცებულება არ არსებობს.
სიკვდილით დასჯა ისრაელის ანტიტერორისტული ოპერაცია - "ღრუბლიანი სვეტის" მეშვიდე დღეს მოხდა.
მომზადებულია Al Arabia-ს მიხედვით.