სარა ჯესიკა პარკერი: "მე სულაც არ ვარ ისეთი, როგორადაც მთვლიან"

სარა ჯესიკა პარკერი: "მე სულაც არ ვარ ისეთი, როგორადაც მთვლიან"

მაშინ, როდესაც ფანები მოუთმენლად ელოდებიან სარა ჯესიკა პარკერის წითელ ხალიჩაზე გამოჩენას, ხოლო სტილისტები მისი სტილის კოპირებას ცდილობენ, თავად მსახიობი საკუთარ თავს სულაც არ თვლის მოდურად. მისთვის მეუღლისა და დედის ამპლუა უფრო მისაღებია:

"მე სულაც არ ვარ ისეთი, როგორადაც მთვლიან", - განაცხადა მსახიობმა. პარკერმა აღიარა, რომ უყვარს მოდური წვეულებები და წითელი ხალიჩები, თუმცა ახლა ოჯახი ბევრ დროს ართმევს, ამიტომ საზოგადოებაში ხშირად ვეღარ გამოდის.

" ვგიჟდები ლამაზ სამოსზე და როდესაც წითელ ხალიჩაზე შეგიძლია უსასყიდლოდ მოირგო ლამაზი კაბა, ეს ნამდვილად სასარგებლო პრივილეგიაა. ვგრძნობ, რომ მოდამ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა", - აღნიშნა სარა ჯესიკა პარკერმა.

თუმცა, მსახიობისთვის პრიორიტეტული მაინც მისი ოჯახია.

"მოდა არ ჰგავს რეალობას. როდესაც სამი შვილი გყავს, სწრაფად უნდა გაიქცე ბაზარში, რომ შენი ოჯახის წევრები შიმშილით არ დაიხოცონ. უბრალოდ, დრო აღარ მრჩება ასეთი პირფერობისთვის", - აღნიშნა სარამ.

ახლა წითელ ხალიჩაზე მისი გამოჩენა იშვიათია და სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. სარა იქ ყოველთვის ტრიუმფალურად გამოიყურება, რასაც ვერ ვიტყვით მის ყოველდღიურ სტილზე.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება