ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ გრანდიოზულ აპარტამენტებს იშენებენ

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ გრანდიოზულ აპარტამენტებს იშენებენ

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ გრანდიოზულ აპარტამენტებს იშენებენ. მშენებლობა, რომელიც 700 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.

სახლის მშენებლობა 21 მლნ დოლარი ჯდება და ვარაუდობენ, რომ ის 2013 წელს დასრულდება. ამ დროისთვის ჯენიფერი და ჯასტინიც იქორწინებენ და საცხოვრებლად  ლუქს-კლასის აპარტამენტებში გადავლენ, რომელიც ჯენიფერის გემოვნებითა და დიზაინით მოეწყობა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სახლს ექნება რამდენიმე აუზი და ჯაკუზის კომპლექსი.

სახლი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟურ უბანში, ბელ ეარში შენდება. ახალ აპარტამენტებში გადასვლის შემდეგ ჯასტინი და ჯენიფერი ჰიუ ჰეფნერისა და ნიკოლას ქეიჯის მეზობლები გახდებიან.

სანამ მათი ახალი ფეშენებელური საცხოვრებელი აშენდება, ჯენიფერი და ჯასტინი ბევერლი ჰილსზე, ლუქს კლასის სახლში ცხოვრობენ. მათ ამჟამინდელ ბინაში 5 საძინებელი და 6 სააბაზანოა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება