სუზენ ბოილის შესახებ ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ

სუზენ ბოილის შესახებ ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ

ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, სუზენ ბოილის ცხოვრების შესახებ ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ. ვარსკვლავი, რომელმაც არნახული პოპულარობა ტალანტების შოუში მონაწილეობით მოიპოვა, უკვე იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც ფილმის შესახებ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სუზანი ფილმში საკუთარ თავს განასახიერებს. მომღერალი, რომელმაც 2009 წელს მუსიკალური შოუს, Britain's Got Talent-ის მეშვეობით მთელი მსოფლიო გააოცა, აცხადებს, რომ მოხარული იქნებოდა მისი როლი ჯული ვოლტერსს განესახიერებინა.

”ამ მსახიობის ფანი ვარ. ასევე მინდა, რომ ჩემი მენეჯერის როლი ჯორჯ კლუნიმ შეასრულოს. ეს ჰოლივუდია... ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, - აცხადებს 51 წლის მომღერალი.

სუზან ბოილმა ბრიტანულ "ნიჭიერში" სიმღერა Dreamed A Dream შეასრულა, რაც მის სავიზიტო ბარათად იქცა. მისი ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღება მომავალ წელს დაიწყება.

მომზადებულია timeslive.co.za-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება