37 წლის მსახიობი ქეით უინსლეტი დედოფალ ელიზაბეტ II შეხვდა. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვარსკვლავს წარმატებული სამსახიობო კარიერისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის - კომანდორის (CBE) წოდება მიანიჭა. მსახიობის თქმით, დედოფალთან შეხვედრა და კომანდორის ჯილდო მისთვის დიდი პატივია.
დედოფალმა და მსახიობმა შვილებსა და დედობით გამოწვეულ ბედნიერებაზე ისაუბრეს. როგორც ქეითმა განაცხადა, დედოფალმა მას უთხრა, რომ ამ ცხოვრებაში ქალისთვის ყველაზე კარგი კარიერა და სამსახური დედობაა.
"დედოფალმა მითხრა, რომ დედობა ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია და მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი. დედისთვის ეს სიტყვები ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია", - განაცხადა ქეითმა.
ფოტოგრაფებს არ გამოპარვიათ ქეითის სახეზე "გამოფენილი" ნაოჭები. მართალია ვარსკვლავი მხოლოდ 37 წლისაა, მაგრამ შუბლსა და თვალებქვეშ ასაკობრივი პრობლემები უკვე ეტყობა.
ქეითი ბუნებრივ სილამაზეს პატივს სცემს და პლასტიკურ ქირურგებს არასდროს სწყალობს. ინტერვიუებშიც ხშირად აცხადებს, რომ ყველა ქალმა ასაკს პატივი უნდა სცეს. ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ გაყინულ სახეს ნაოჭებიანი და მეტყველი მზერა ურჩევნია.
მომზადებულია laineygossip.com-ის მიხედვით.