ასადის რეჟიმის საჰაერო იერიშს დამასკოში 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასადის რეჟიმის საჰაერო იერიშს დამასკოში 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოს ერთ-ერთი უკანასკნელი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს, რასაც 15 ადამიანის, მათ შორის ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის - ექიმის, პაციენტისა და ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მეექვსე შეტევაა ჰოსპიტალზე, სადაც მოხალისე ექიმები დაბომბვების შედეგად დაზარალებულებს მკურნალობენ. საერთო ჯამში კი ოთხშაბათს სამთავრობო ძალების ერთიანი იერიშის შედეგად დამასკოში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა