ლენი კრავიტსი მარვინ გეის განასახიერებს

ლენი კრავიტსი მარვინ გეის განასახიერებს

ცნობილი მომღერალი, ლენი კრავიტსი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში ლეგენდარული მომღერლის, მარვინ გეის როლს შეასრულებს.

ფილმის რეჟისორმა, ჯულიენ ტემპლმა განაცხადა, რომ ლენი მარვინის როლზე ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ბიოგრაფიული სურათის სიუჟეტი მომღერლის ცხოვრების გვიან წლებზე მოგვითხრობს.

ამ პერიოდში მარვინ გეი ალკოჰოლიზმს ებრძოდა და ბოლო ალბომზე - Midnight Love-ზე მუშაობდა. ამ ალბომში მარვინის კლასიკური კომპოზიცია Sexual Healing-ი შევიდა.

მომღერალი  ოჯახური კონფლიქტის დროს, მამასთან კამათისას, 45-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

ლენი კრავიტსს უკვე აქვს კინოში თამაშის გამოცდილება. წელს მან ფილმში "მშიერი თამაშები" ითამაშა. ამ დროისთვის მომღერალი ბლოკბასტერის გაგრძელების გადაღებებშიც მონაწილეობს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება