ლარი ჰაგმანი გარდაიცვალა

ლარი ჰაგმანი გარდაიცვალა

ამერიკული ტელესერიალის "დალასის" (Dallas) ვარსკვლავი, მსახიობი ლარი ჰაგმანი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კიბოთი იყო დაავადებული.

ლარი ტეხასში დაიბადა. შემდეგ საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა. ვარსკვლავი 50 წლის განმავლობაში ალკოჰოლიზმს ებრძოდა. ბევრს სვამდა და შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა. ლარი ალკოჰოლზე უარს ვერც გადასაღებ მოედანზე ამბობდა. მსახიობს 1992 წელს ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. 2011 წელს კი ვარსკვლავმა საჯაროდ აღიარა, რომ ხორხის კიბო აქვს.

"დალასი" 57 ქვეყანაში გადიოდა და ის 300 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება