საუდის არაბეთმა ქალებზე ელექტრონული თვალთვალის სისტემა შემოიღო

საუდის არაბეთმა ქალებზე ელექტრონული თვალთვალის სისტემა შემოიღო

საუდის არაბეთმა ქალების ელექტრონული კონტროლის სისტემა შემოიღო. სისტემა მათ მიერ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის აღსაკვეთად შეიქმნა.

ამიერიდან ქალის მეურვეები (მამები, ქმრები ან ძმები) საკუთარ ტელეფონზე SMS-ს მიიღებენ ინფორმაციით, რომ მათი ნათესავები ქვეყანას ტოვებენ.

ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი საუდელი ქალი ოჯახური დავის გამო შვედეთში გაიქცა. მას მამისგან გამგზავრებაზე ნებართვა არ მიუღია, საუდის არაბეთში მოქმედი კანონებით კი, ქალს მეურვის წერილობითი ნებართვის გარეშე მოგზაურობა არ შეუძლია. მამაკაცი, რომელიც მას გაქცევაში დაეხმარა, დააპატიმრეს.

საუდის არაბეთში ქალებს აკრძალული აქვთ ავტომობილის მართვა და  თანმხლები მამაკაცის გარეშე მოგზაურობა. ოლიმპიურ თამაშებზე ამ ქვეყნის წარმომადგენელი ქალბატონები მხოლოდ 2012 წელს დაუშვეს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიერ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა