ენტონი ჰოპკინსი: "ოსკარისთვის” უკანალს ვერავის დავუკოცნი"

ენტონი ჰოპკინსი: "ოსკარისთვის” უკანალს ვერავის დავუკოცნი"

74 წლის ვარსკვლავი ენტონი ჰოპკინსი ახალ ფილმში - "ალფრედ ჰიჩკოკი და "ფსიქოს" შექმნა" იღებს მონაწილეობას. ენტონი რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკს განასახიერებს. ფილმის რეჟისორი საშა ჯერვასია. სცენარი ჰიჩკოკისა და მისი მეუღლის ურთიერთობისა და ფსიქოლოგიური თრილერის, "ფსიქოს" გადაღებების შესახებ მოგვითხრობს.

- თქვენ არაერთი ისტორიული პირი განასახიერეთ. ხომ არ შეგეშინდათ კიდევ ერთი რეალური პიროვნების ცხოვრების გათავისება?

- როდესაც ეს როლი შემომთავაზეს ძალიან შემეშინდა და ახლაც ვნერვიულობ. თუმცა, ფილმის რეჟისორმა მითხრა, ნუ გეშინია - შენ არ ხარ ალფრედ ჰიჩკოკი, ენტონი ჰოპკინსი ხარ და უბრალოდ მის როლს ირგებ. როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვა, არ მინდა ვნახო, როგორ ვთამაშობ ჰიჩკოკს, როგორ ვბაძავ ლაპარაკის მანერით. გადასაღებ მოედანზეც საკმარისია ნერვიულობა.

- ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ?

- პირველ რიგში ყველაზე რთული მაკიაჟია, გრიმი რომელიც მას დაგამსგავსებს. ძალიან რთულია ხმის დამუშავება და სხვა ადამიანის მსგავსად ლაპარაკი.

- როდესმე ჰიჩკოკი გინახავთ?

- მხოლოდ ერთხელ. ჩემმა აგენტმა მიმიყვანა რესტორანში და მითხრა, შეხედე იქ ალფრედია. ვთხოვე, მასთან შეხვედრა. მის მაგიდას გვერდით ჩავუარეთ და ჩემი აგენტი მას მიესალმა, ერთმანეთი თბილად მოიკითხეს. როდესაც რეჟისორს ჩემი თავი გააცნო, ჰიჩკოკმა თქვა: "მოხიბლული ვარ".

- საშა როგორც რეჟისორი პოპულარობას ახლა იხვეჭს. ასეთი რა გააკეთა, რომ თქვენი ნდობა მოიპოვა?

- ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ამ საკითხს პრინციპულად ვუდგები. ის ძალიან კარგი ახალგაზრდაა და დიდი ენთუზიაზმით შემხვდა. საშა ამ ფილმით შეპყრობილია.

- ახალ ფილმს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ოსკარსაც" უწინასწარმეტყველებენ. დაჯილდოების ცერემონიალზე რას იტყვით?

- "ოსკარზე" შეიძლება წარადგინონ? პირველად მესმის.

- დიახ, თქვენ კი "საუკეთესო მსახიობის" ტიტულს გიწინასწარმეტყველებენ.

- "ოსკარის" ცერემონიალზე ყველაფერი არეულ-დარეულია. უამრავი ხალხი ირევა, ყველგან კამერებია. "კრავთა დუმილმა" ოსკარი მომიტანა. იძულებული ვიყავი, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვის გამეღიმა, მივსალმებოდი და ფლირტი დამეწყო. ვის რაში აინტერესებს, როგორ გაართვი თავი როლს. იქ ყველა პირფერობს და მხოლოდ ნომინაციებს ელის. ეს ცერემონია ძალიან საზიზღარი და მოსაწყენია.

- პირველი მსახიობი არ ხართ, ვინც ამას ამბობს.

- არ შემიძლია იმ ადამიანებს დავუკოცნო უკანალი, რომლებიც წყვეტენ, რა ნომინაცია დაიმსახურა მსახიობმა. ჩემში ეს გულისრევის შეგრძნებას იწვევს. სცენაზე გასასვლელად ხალხი ცნობილ პროდუსერებს ფეხქვეშ ეგება და უკანალს უკოცნის. არ მიყვარს ადამიანები, რომელთაც ღირსება არ გააჩნიათ და თავს პატივს არ სცემენ.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება