"ვია-გრა" დაიშალა

"ვია-გრა"  დაიშალა

პოპ-ჯგუფი "ვია გრა" 2013 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. ამის შესახებ ჯგუფის პროდუსერმა კონსტანტინე მელაძემ ტელეკომპანია НТВ-ის ეთერში განაცხადა. პროდუსერი ჯგუფის უცვლელი ხელმძღვანელი იყო.

მელაძის თქმით, მისმა პროდუსერულმა მეთოდებმა "თავი ამოწურა". მან აღნიშნა, რომ "ჭორების" თავიდან ასაცილებლად გადაწვიტა, პროექტის დახურვის შესახებ პირადად გამოაცხადოს.

მელაძის თქმით, კოლექტივის სოლისტებმა, ალბინა ჯანაბაევამ და ევა ბუშმინამ პროექტის დახურვის შესახებ რომ გაიგეს, "განაწყენდნენ და იტირეს კიდეც", მიუხედავად იმისა, რომ "ამისთვის შემზადებულნი იყვნენ".

ჯგუფი "ვია გრა" 1999 წელს დაარსდა. ჯგუფს ხუთი სტუდიური ალბომი აქვს, რომელთაგან სამი - მუსიკალურ ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. ჯგუფს 30-ზე მეტი ვიდეოკლიპი აქვს გადაღებული. "ვია გრას" არსებობის მანძილზე მისი შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება