აუქციონზე 15 წლის მერლინ მონროს უცნობი ფოტო იყიდება

აუქციონზე 15 წლის მერლინ მონროს უცნობი ფოტო იყიდება

მერლინ მონროს იშვიათი ფოტო და პრინც ჩარლზის საშობაო მისალოცი ბარათები ბრიტანეთში, ქალაქ სტოკპორტში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს.

ფოტო 1941 წელს გადაიღეს და მასზე 15 წლის ნორმა ჯინ ბეიკერია (მერლინ მონროს ნამდვილი სახელი) აღბეჭდილი. მომღიმარი გოგონა, რომელსაც XX საუკუნის ყველაზე ცნობილ მსახიობად და მსოფლიო სექს-სიმბოლოდ გახდომა ელოდა, ლოს-ანჯელესის რალფ ვალდო ემერსონის საშუალო სკოლაში თანაკლასელებთან ერთად პანორამულ ფოტოზეა გამოსახული. ექსპერტების შეფასებით, ფოტო 1500 ფუნტად გაიყიდება.

გარდა ამისა, აუქციონზე გამოტანილია ათი საშობაო მისალოცი ბარათი, რომლებიც ბრიტანეთის პრინც ჩარლზს და მის ყოფილ მეუღლე დიანას ეკუთვნით. ბარათებს ამ წყვილის შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო და მათი ხელმოწერა ამშვენებს.

აუქციონის სახლ Omega Auctions-ის ვაჭრობა 30 ნოემბერს გაიმართება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება