Gangnam Style-ი Youtube-ის ყველაზე ხშირად ნახვადი ვიდეო გახდა

Gangnam Style-ი Youtube-ის ყველაზე ხშირად ნახვადი ვიდეო გახდა

სამხრეთ კორეელი რეპერი Psy ვიდეოპორტალ Youtube-ს მეფე გახდა. მომღერლის კლიპმა და სიმღერამ, Gangnam Style ყველა რეკორდი მოხსნა. ამით მან Youtube-ის აქამდე ერთპიროვნულ ლიდერს, ჯასტინ ბიბერს და მის სიმღერას baby-ს აჯობა.

Gangnam Style 4 თვის განმავლობაში, 805 055 375-ჯერ ნახეს. ეს ციფრი 20 მილიონით მეტია, ვიდრე ბიბერის მსმენელთა რაოდენობა.

Psy-მ მისი არნახული წარმატების შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.

"Gangnam Style-ი Youtube-ის ყველაზე ხშირად ნახვადი ვიდეო გახდა! ის ისტორიაში შევიდა!" - დაწერა რეპერმა მიკრობლოგზე.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ: ბან კი მუნმა რეპერ PSY-სთან ერთად Gangnam style იცეკვა

- მადონამ ნიუ იორკში რეპერ Psy-სთან ერთად "ცხენის ცეკვა" შეასრულა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება