რობი უილიამსმა თაყვანისმცემლის საჯდომთან იპოზიორა

რობი უილიამსმა თაყვანისმცემლის საჯდომთან იპოზიორა

სოციალურ ქსელში ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის ფოტო გავრცელდა. სურათზე მომღერალი მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის საჯდომთან პოზირებს. უცნობ მამაკაცს საჯდომზე "მე მიყვარს რობი უილიამსი" აქვს ამოსვირინგებული. როგორც ჩანს, ტატუმ ვარსკვლავი ძალიან მოხიბლა.

ფოტოზე რობი მის პატივსაცემად გაკეთებულ ტატუზე მიანიშნებს. სურათის ავტორი, კომიკოსი ჯეკ ვაითჰოლია. ფოტო სოციალურ ქსელში სწორედ მან განათავსა.

მამაკაცს სხეულზე 15-მდე ტატუ აქვს. უმეტესობა ბრიტანელ მომღერლებს, რობი უილიამს და ჯგუფ "ბითლზებს" უკავშირდება. მელომანს სხეულზე კვარტეტის ცნობილი სიმღერის All You Need Is Love-ის ტექსტი და ნოტებიც აქვს ამოსვირინგებული.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: "Candy" - რობი უილიამსი ახალ კლიპში "მფარველი ანგელოზია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება