PETA-მ მაილი საირუსის სახელზე გოჭი გადაარჩინა

PETA-მ მაილი საირუსის სახელზე გოჭი გადაარჩინა

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია PETA-მ მაილი საირუსს მე-20 დაბადების დღისთვის ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. PETA-მ მსახიობის და მომღერლის სახელზე გოჭი დაკვლას გადაარჩინა.

ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია ვეგეტარიანელია და არაერთხელ მოუწოდა თავის თაყვანისმცემლებს, ცხოველთა უფლებებზე ეზრუნათ.

PETA-მ ვარსკვლავის ეს მეცადინეობა დააფასა და 23 ნოემბერს, მაილის დაბადების დღეს, მის სახელზე პატარა გოჭი გამოისყიდა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ცხოველის მომავალს უზრუნველყოფენ. გოჭი ცხოვრებას "პეტას" ხარჯზე, ერთ-ერთ ფერმაში განაგრძობს და მაღაზიის ვიტრინაში შემწვარი სახით არასოდეს გამოჩნდება.

გარდა იმისა, რომ მაილი საირუსი ხორცს არ ეკარება, მალე ის კვების რაციონიდან რძის პროდუქტების ამოღებასაც აპირებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება