ბრიუსელში ევროპული რძის მწარმოებლების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი შესყიდვის დაბალი ფასების წინააღმდეგ გამოვიდნენ. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა ჯერ ევროპარლამენტის შენობას, შემდეგ კი მის გარშემო მობილიზებულ პოლიციის დანაყოფს 15 ათასი ლიტრი რძის ჭავლი შეასხეს.
ორდღიანი პროტესტის განმავლობაში ბელგიური პროვინციებიდან, ასევე საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან 800 ტრაქტორით ჩამოსულმა რძის მწარმოებლებმა ბრიუსელში საერთაშორისო აეროპორტის პარალიზება მოახდინეს.
დემონსტრაციაში 2 ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.