ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო

ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო

2007 წელს გარდაცვლილი მოდელისა და ჟურნალ "Playboy"-ს ვარსკვლავ ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი, 6 წლის დანიელინი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. გოგონა ბავშვების სამოსის პოპულარული კომპანიის Guess Kids-ის სახე გახდა.

დანიელინს მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო - ფოტოგრაფები პატარას გარეგნობით აღფრთოვანებულნი დარჩნენ; ქერა, ცისფერთვალება გოგონამ ფოტოსესიაზე ყველა მოხიბლა. დანიელინმა Guess Kids-ის გაზაფხულის 2013 წლის კოლექციიდან რამდენიმე სამოსი მოირგო. სიმბოლურია, რომ ნიკოლიც Guess-ის სახე იყო და მან მოდელი კლაუდია შიფერი 1992 წელს შეცვალა.

"ფოტოსესიაზე დანიელინი ჩამოყალიბებული ფოტომოდელივით იქცეოდა. ანას ძალიან ჰგავს და ისეთივე ხალისიანია, როგორიც დედამისი იყო", - განაცხადა Guess-ის დირექტორმა პოლ მარჩიანომ.

გოგონა დედის გარდაცვალების შემდეგ მამასთან ერთად ცხოვრობს.

ანა საზოგადოებამ 1992 წელს, ჟურნალ "Playboy"-ს მარტის თვის გამოცემის გარეკანიდან გაიცნო. 180 სანტიმეტრის სიმაღლის ნიკოლი ზედმეტად ჭარბწონიანი იყო, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი მოდელი გამხდარიყო.

1985 წელს 17 წლის ანა რესტორნის მზარეულზე, 16 წლის ბილი სმიტზე დაქორწინდა. წყვილს ვაჟი დანიელი შეეძინათ. ანა და ბილი 2 წლის შემდეგ განქორწინდნენ.

1991 წელს სმიტი ამერიკელ ბიზნეს მაგნატს ჯეიმს ჰოვარდ მარშალს შეხვდა. 1994 წელს 26 წლის ნიკოლი და 89 წლის მარშალი დაქორწინდნენ. წყვილის ქორწინებამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. რასაკვირველია, არავინ დაიჯერა, რომ ნიკოლი 63 წლით უფროს მილიარდერს სიყვარულით მისთხოვდა. ქორწილიდან 13 თვის შემდეგ ნიკოლი დაქვრივდა. ნიკოლმა და მარშალის შვილმა კი სასამართლოზე 1.6 მილიარდი დოლარის განაწილებაზე ნამდვილი ომი გააჩაღეს.

2006 წელს ანამ გოგონა დანიელინი გააჩინა. ანას ქალიშვილი ფოტოგრაფ ლარი ბირკჰედისგან შეეძინა. ანას უფროსი შვილი დანიელი 2006 წელს 20 წლის ასაკში მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

ანა ნიკოლ სმიტი 2007 წელს ღამით ფლორიდის ერთ-ერთ სასტუმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საავადმყოფოში გადაყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ, მოდელი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ანა ვაჟის დაკარგვიდან 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ანა ნიკოლ სმიტის ნამდვილი სახელი და გვარი ვიკი ლინ ჰოგანია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება