რატომ შემოხაზა არჩევნებში 41 ნომერი ეთერ კაკულიამ

რატომ შემოხაზა არჩევნებში 41 ნომერი ეთერ კაკულიამ

როგორი "ბონდი" ვიქნებოდი, ჩემი წინა რესპონდენტის პასუხი სხვასთანაც რომ არ გადამემოწმებინა და თქვენთვის ორმაგად საინტერესო ამბავი არ მომეთხრო. ხომ გახსოვთ, ანრი ჯოხაძემ მითხრა, გივი სიხარულიძე ჩემზე გაცილებით ნიჭიერია და უკეთესადაც ცეკვავსო. ჰოდა, ეს საკითხი ეთერ კაკულიასთან გადავამოწმე. გაინტერესებთ, როგორ შეაფასა მან ეს ორი ენერგიული მამაკაცი? ალბათ იმის გაგებაზეც არ იტყოდით უარს, ვინ მოსწონს ყველაზე ძალიან ეთერ კაკულიას, რომელთანაც ჩემი მორიგი ბლიცი ჩავწერე.

- რა მოგწონთ საკუთარ თავში ყველაზე ძალიან?

- ჩემი ბუნება - ადამიანის სიყვარულია, საერთოდ, ვგიჟდები ხალხზე. უიშვიათესად ვბრაზდები და ეს ძალიან მიწყობს ხელს ცხოვრებაში. სხვებიც მეუბნებიან და ვგრძნობ, რომ კარგი აურა მაქვს. ხალხის სიყვარულს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს ბედნიერებაა.

- რაზე ბრაზდებით ხოლმე?

- ზოგჯერ ჩემი სიმღერის ტექსტს ვერ ვიმახსოვრებ მალე და მაგაზე ვბრაზდები ძალიან (იცინის).

- თუთიყუში რომ იყოთ, ყველაზე ხშირად რას გაიმეორებდით?

- თუთიყუში რომ ვიყო, სულ გავიმეორებდი: მიყვარხააართ, მიყვარხაართ, მიყვარხააართ...

- კახა ბენდუქიძემ ყოველ დილით კუს ტბაზე სირბილი რომ შემოგთავაზოთ, რას უპასუხებდით?

- (იცინის) ბენდუქიძე დარბის საერთოდ?!

- ივანიშვილი უფრო სიმპათიურია თუ სააკაშვილი?

- ორივე სიმპათიურია.

- რომელი უფრო მოგწონთ?

- არ შემიძლია, ვერ გეტყვით. ერთი რომ ვთქვა, მეორეს ეწყინება და ეგრე არ მინდა. ისე, მე ყველაზე ძალიან ჩემი შვილი მომწონს.

- არჩევნებზე რომელი ნომერი შემოხაზეთ?

- 41, იმიტომ, რომ ჩემი სახლის ნომერია. 41 ნომერში ვცხოვრობ (იცინის).

- ანრი ჯოხაძე უფრო კარგი პარტნიორია თუ გივი სიხარულიძე?

- ორივე ძალიან მიყვარს. თუმცა, რა თქმა უნდა, გივი უკეთესად ცეკვავს, ანრი უკეთესად მღერის.

- პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებთ?

- არასოდეს. არ მომწონს არაბუნებრივი სახე. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მჭირდება, მაგრამ თუ ძალიან გჭირდება ადამიანს, უნდა გაიკეთო, აბა, რაააა (ჩვეული ხმის ტემბრით)!!!

- რამდენი წლის ხართ?

- არ მახსოვს (იცინის).

- რაიმე საყვარელი ფრაზით დაგვემშვიდობეთ.

- ძალიან მიყვარს "რეიტინგი", კარგი ჟურნალია და მისი სახელიც ნიშნავს, რომ ძალიან რეიტინგულია. ეგრე გააგრძელეთ... "და მე არ მინდა სხვა ნეტარებააააააააა".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება