რიტა ორა - ახალი რიანა?

რიტა ორა - ახალი რიანა?

ჰიტის Hot Right Now შემსრულებელ რიტა ორას ხშირად ადარებენ თავის კოლეგა რიანას. მათ მართლაც ბევრი აქვთ საერთო: ორივენი ცეცხლოვან ჰიტებს ასრულებენ, გამუდმებით მუსიკალური ჩარტების სათავეში არიან, ერთსა და იმავე პროდიუსერთან მუშაობენ (ბიონსეს ქმარ ჯეი ზისთან) და გარდერობიც კი თითქოს ერთი აქვთ.

რიტა ორა ახალი რიანაა - ამას ერთხმად ამბობენ ჟურნალისტები. საინტერესო ის არის, რომ რიტა თითქოს განგებ ცდილობს, რიანას დაემსგავსოს, ზუსტად მისნაირი ტანსაცმელი აცვია, ხანდახან მთელი კოსტიუმით ჰგავს რიანას.

"მომწონს ნათელი ფერები, უჩვეულო ფაქტურები, - ასე ხსნის რიტა ტანსაცმლის არჩევას, - საერთოდ, მიყვარს ძვირადღირებული ნივთების შეთავსება უჩვეულოსთან. ჩემი ვნება ვინტაჟია, განსაკუთრებით "შანელი".

თუმცა როგორც რიანა, ორაც იშვიათად ირჩევს თვითონ სამოსს. ამისთვის სტილისტი ჰყავს, რომელიც ამბობს, რომ რიტა სტილით ჰგავს არა რიანას, არამედ გვენ სტეფანის.

რიტა ორა ალბანური წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი და მსახიობია. 1990 წლის 26 ნოემბერს არის დაბადებული იუგოსლავიაში. შემდეგ გადავიდა ოჯახით დიდ ბრიტანეთში. 2009 წელს გამოჩნდა BBC-ის შოუში "ევროვიზია: თქვენს ქვეყანას თქვენ სჭირდებით".

მონაწილეობდა ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში, თუმცა ბოლომდე ვერ გავიდა.

2007 წელს კრეიგ დევიდის სინგლის ჩაწერაში მონაწილეობდა და მანვე შესთავაზა კიდევ ერთ სიმღერაზე ერთობლივი მუშაობა. 2009 წელს შეხვდა ჯეი ზის, რომელმაც თავისთან მიიწვია სამუშაოდ და მის პროდიუსერადაც იქცა.

2011 წელს გამოუშვა პირველი ჰიტი დიჯეი ფრეშთან ერთად, სიმღერაზე Hot Right Now, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში პირველ ადგილს მიაღწია. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე სიმღერა და სადებიუტო ალბომი, რომელშიც ბოლო ორი წლის ნამუშევრები შევიდა, მათ შორის დუეტები ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან კანიე უესტი, დრეიკი, სტარგეიტი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება