ბიონსე საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

ბიონსე საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ბიონსე საკუთარი ცხოვრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ფილმის პრემიერა 2013 წლის 16 თებერვალს, ტელეარხ HBO-ზე იგეგმება.

მაყურებელი შეძლებს მომღერლის "კულისებს მიღმა" ცხოვრების ხილვას - როგორ მუშაობს ბიონსე სტუდიაში და ემზადება კონცერტისთვის.

"ყველა იცნობს ბიონსეს მუსიკას, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იცნობს თავად მას. ეს უნიკალური ფილმი რეალურ ბიონსეს დაგვანახებს - ცოცხალს, გულჩვილს და დაუვიწყარს", - განაცხადა HBO-ს წარმომადგენელმა მაიკლ ლომბარდომ.

ბიონსე ცნობილი რეპერის, ჯეიზის მეუღლეა. წელს ჟურნალმა People, ის პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარა. კარიერის განმავლობაში მომღერალმა არაერთი ალბომი გამოუშვა. ვარსკვლავის სადებიუტო სოლო ალბომი Dangerously in love 2003 წელს გამოვიდა. 2011 წელს ჟურნალმა Billboard -მა ბიონსეს "ათასწლეულის არტისტის" ტიტული მიანიჭა.

დოკუმენტური ფილმები ჯასტინ ბიბერსა და კეტი პერიზეც შეიქმნა, თუმცა არცერთ მომღერალს, ბიონსეს მსგავსად, ფილმის რეჟისორობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება