ბრედ პიტი ქორწილის წინ ნერვიულობს

ბრედ პიტი ქორწილის წინ ნერვიულობს

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწილის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელდა, თუმცა დღემდე არცერთ მათგანს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ბრედ პიტმა რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია.

"ამ ნაბიჯისკენ პირველ ყოვლისა ბავშვებმა გვიბიძგეს, თუმცა თავადაც ვგრძნობ, რომ უკვე დროა. ცოტა უცნაურიც კია: ამდენი წელია ერთად ვართ და მე მაინც ვნერვიულობ. არ მეგონა, რომ ოდესმე ქორწილს ჩემთვის ამხელა მნიშვნელობა ექნებოდა" - განაცხადა მსახიობმა ნიუ-იორკში, ახალი ფილმის პრემიერაზე.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთად უკვე 7 წელია ცხოვრობენ. მათ 6 შვილი ჰყავთ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება