ბექჰემები შორდებიან

ბექჰემები შორდებიან

ვარსკვლავური წყვილის, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახში განხეთქილებაა. ვიქტორია ბექჰემი ძალიან განიცდის, რომ დევიდთან ქორწინება გაყრის პირასაა. დევიდს Los Angeles Galaxy-თან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება, ვიქტორიას კი კალიფორნიაში ცხოვრება სურს და ბრიტანეთში წასვლა არ უნდა.

წყვილს 4 შვილი ჰყავთ და ვიქტორია დარდობს, რომ სხვადასხვა სახლში ცხოვრება ცოლ-ქმრის ცხოვრებას ართულებს. ვიქტორიამ განაცხადა, რომ ახალ ჭორებს დევიდის ღალატის შესახებ აღარ აიტანს. თუმცა დევიდი ირწმუნება, რომ ესპანელ მოდელთან რებეკა ლუსთან რომანი არასდროს ჰქონია.

"ვიქტორიას მოსწონს ის ცხოვრება, რომელიც კალიფორნიაში ააწყო. ის თვლის, რომ ნორმალური ოჯახი ქმრის, ცოლისა და შვილების ერთად ცხოვრებას გულისხმობს. მარტოხელა დედის ამპლუაში საკუთარი თავის წარმოდგენა ისტერიკაში აგდებს. წყვილის ქორწინებაში კრიტიკული პერიოდია", - წერს ჟურნალი Now.

დევიდ ბექჰემს მექალთანის იმიჯი აქვს, მაგრამ ცნობილი ფეხბურთელი არასასურველი სიტუაციიდან გამოძრომასა და ოჯახის შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებს.

მომზადებულია Now-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება