ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ბეტმენის როლს შეასრულებს

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ბეტმენის როლს შეასრულებს

ჯოზეფ გორდონ-ლევიტი სტუდია Warner Brothers-ის ახალ პროექტში ბეტმენის როლს შეასრულებს. ფილმს "სამართლის ლიგა" ქვია და ეკრანებზე 2015 წელს გამოვა.

როგორც სტუდიის წარმომადგენლები აცხადებენ, "სამართლის ლიგაში" სტუდია სხვადასხვა ფილმების სუპერგმირებს ერთად შეკრებს. ასეთი პროექტი უკვე განახორციელა სტუდია Marvel-მა, როდესაც ფილმში "შურისმაძიებლები" რამდენიმე სუპერგმირი ერთად შეკრიბა.

Warner Brothers-ის სუპერჯგუფში გაერთიანდება ბეტმენის, სუპერმენის, მწვანე ფარანის და აკუამენის გმირები.

რაც შეეხება კრისტიან ბეილს, რომელმაც კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგიაში ითამაშა, მსახიობმა უარი თქვა ამ როლის მეოთხედ შესრულებაზე.

"სამართლის ლიგის" გადაღებები მომავალ წელს დაიწყება.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება