მაია დარსმელიძე: "დღევანდელი "ესტრადა" ჩემთვის პორნოგრაფიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მუსიკასთან"

მაია დარსმელიძე: "დღევანდელი "ესტრადა" ჩემთვის პორნოგრაფიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მუსიკასთან"

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა, მაია დარსმელიძემ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართული ესტრადა და ცნობილი მუსიკოსები გააკრიტიკა. მაიამ მათ ბრალი ახალი თაობის მუსიკოსების იგნორირებაში და მათ არასათანადო შეფასებაში დასდო.

"უამრავი ადამიანი მყავს ფრენდებში, ვისაც მუსიკასთან აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი, გაოცებული ვარ მათი არაადეკვატური რეაგირებით ან იგნორით. რა გჭირთ, ადამიანებო, ასე ძალიან გეშინიათ რომ ახალი, ნაღდი თაობა ჩაგაჩოჩებთ?:)) შექმენით, რისი ტრ*** გაქვთ და დარჩებით თქვენც (თუ ასეთივე ნაღდები ხართ) დღევანდელი "ესტრადა" ჩემთვის პორნოგრაფიასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე მუსიკასთან", - დაწერა მაიამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

მომღერალმა აღნიშნა, რომ იმდენად უხარია ახალი თაობის მუსიკოსების გამოჩენა, რომ არა მხოლოდ "ფეისბუქზე", არამედ შოუ "ახალ ხმაშიც" კი ვერ იკავებს თავს და კონკურენტების გუნდის წევრებს გულშემატკივრობს.

"ვინც არ უნდა მოიგოს ეს პროექტი, შედეგი ერთია: ძალიან დიდი ჯარი მოვიდა ნამდვილი, პერსპექტიული მუსიკოსების და ეს ყველა შემთხვევაში, ჩვენი საერთო მოგებაა!!! ამდენ დაბოღმვას, მხარში დაუდექით ამ მართლა მაგარ ბავშვებს და იქნებ ოდესმე მოვახერხოთ და გამოვძვრეთ იმ მარაზმიდან, რასაც დღემდე სამარცხვინო ქართული ესტრადა ერქვა", - დაწერა მომღერალმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება