"მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ"

"მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ"

მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა და წამ­ყვან­მა აჩი ფურ­ცე­ლა­ძემ ლა­მის მთე­ლი რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა - რუ­სულ ტე­ლეპ­რო­ექტ "ვო­ი­სის" პირ­ველ ტურ­ში მის შთამ­ბეჭ­დავ იმ­პრო­ვი­ზე­ბულ ნამ­ღერ "სა­მარ­თა­იმს" - ჟი­უ­რი­სა და მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა, სიმ­ღე­რი­სას ექ­სპრომ­ტად ჩარ­თულ ქარ­თულ­ "ჩი­ტო-­გვრი­ტოს" და ხა­ტუ­ლას (ა­ჩის დე­დის სა­ხე­ლი) ხსე­ნე­ბას, სიმ­ღე­რის შემ­დეგ კი სი­ა­მა­ყით ნათ­ქვამს: "მე ა­ჩი, ჩე­ლავეკ უდა­ჩი მქვია და ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლი­სი­და­ნ", - ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის სი­ხა­რუ­ლი­სა და სი­ა­მა­ყის ცრემ­ლი მოჰ­ყვა.

აჩის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­შიც დიდ­ხანს უკ­რავ­დნენ ტაშს, ჟი­უ­რის ერ­თ-ერთ წევრს, ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ტორ­სა და როკ­შემ­სრუ­ლე­ბელს, ალექ­სან­დრე გრად­სკის კი უნებ­ლი­ეთ აღ­მოხ­და კი­დეც, - ძლივს არ გა­ვი­გო­ნე მო­ნატ­რე­ბუ­ლი... - შე­ყოყ­მან­და, თით­ქოს ქარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ღაც თბი­ლი სიტყვები უნ­დო­და ეთ­ქვა, და და­ა­ყო­ლა, - მე­ლო­დი­ა­ო. აჩიმ ექსპრომტად ჟიურის წევრების ამღერებაც კი მოახერხა ეთერში. დი­მა ბი­ლანს დღემ­დე ადარ­დებს, რა­ტომ დრო­უ­ლად არ და­ვა­ჭი­რე ღი­ლაკს თი­თი და არ შე­მოვ­ბრუნ­დი­ო, ლე­ო­ნიდ აგუ­ტინს კი ძა­ლი­ან სწყდე­ბა გუ­ლი, მი­სი და პე­ლა­გი­ას რჩე­უ­ლი აჩი მომ­ღე­რალ პე­ლა­გი­ას რომ დარ­ჩა - აჩიმ აქაც იქარ­თვე­ლა: მა­მა­კა­ცი ვარ და ასეთ დროს აუ­ცი­ლებ­ლად მან­დი­ლო­სანს მი­ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბა­სო, რა­საც მოჰ­ყვა აგუ­ტი­ნის შე­ძა­ხი­ლი: ჭეშ­მა­რი­ტად ქარ­თუ­ლი ნათ­ქვა­მი­ა­ო! პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას მე­ო­რე ტუ­რის რინ­გზე გა­მარ­ჯვე­ბა და კვლავ სა­ქე­ბა­რი სიტყ­ვე­ბი და­ერ­თო და ჩვენც და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხდე­ბო­და აჩის თავს ტე­ლე­ე­თე­რის მიღ­მა მას შემ­დეგ, რაც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნეს და პე­ლა­გი­ას "აღ­საზ­რდე­ლი" გახ­და.

აჩი ფურცელაძე:

- მე­ო­რე ტურ­ში, რინ­გზე, სა­დაც თი­თო გუნ­დის ორ­-ო­რი მომ­ღე­რა­ლი მღე­რის დუ­ეტს, "ვო­ი­სის" პრინ­ცი­პის მი­ხედ­ვით, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო სტი­ლი შეგ­ვიც­ვა­ლეს. მე და ჩემს პარ­ტნი­ორს რო­კი უნ­და გვემ­ღე­რა, არა­და, რო­კი არას­დროს მიმ­ღე­რი­ა. ეს არ არის ჩე­მი მუ­სი­კა.

- თუმ­ცა კარ­გად მო­იხ­დი­ნე.

- გე­თან­ხმე­ბი, მო­ვირ­გე და ამა­ში ჟი­უ­რის წევ­რთა და ტე­ლეპ­რო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა კე­თილ­გან­წყო­ბაც და­მეხ­მა­რა. ამ­დენ შემ­სრუ­ლე­ბელ­ში მე აღ­მოვ­ჩნდი ყვე­ლა­ზე "ნაგ­ლი", რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვის ელი­ტას სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ტი­ვებს სთა­ვა­ზობს. თვით პირ­ვე­ლი არ­ხის მუ­სი­კა­ლუ­რი რე­დაქ­ტო­რი იუ­რი აქ­სი­უ­ტა, რო­მე­ლიც კონ­სტან­ტინ ერ­ნსტის (პირ­ვე­ლი არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - ი.ხ.) შემ­დეგ უმ­თავ­რე­სი პერ­სო­ნაა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და "რუხ კარ­დი­ნალ­საც" კი უწოდებენ, რატომღაც ძალიან კარგი თვალით მიყურებს. აქ­სი­უ­ტამ ისიც თქვა, - აჩის რო­მელ იდე­ა­საც მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­ვიჩ­ნევ, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნე­ბო. სწო­რედ იმ­პრო­ვი­ზა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით, ოქ­სა­ნა პეტ­რო­ვას­თან ერ­თად მე­ო­რე ტურ­შიც ძა­ლი­ან ორი­გი­ნა­ლუ­რი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. თვი­თო­ნაც ვი­სი­ა­მოვ­ნეთ, მა­ყუ­რე­ბელ­მაც და ჟი­უ­რიც კმა­ყო­ფი­ლი დაგ­ვრჩა. ბი­ლა­ნის და აგუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რა არ გამ­კვირ­ვე­ბი­ა, მაგ­რამ გა­მა­ო­ცა და გა­მა­ხა­რა გრად­სკის მხარდაჭერამ. აგუ­ტინ­მა სო­სო პავ­ლი­აშ­ვილს შე­მა­და­რა: მა­სა­ვით ენერ­გი­უ­ლი­ა, აჩი ერ­თი­ა, მაგ­რამ ბევ­რი გე­გო­ნე­ბა, მთელ სივ­რცეს ავ­სებ­სო. სა­ბო­ლოო სიტყ­ვა მა­ინც პე­ლა­გი­ას ეკუთ­ვნო­და და მა­ნაც მე ამირ­ჩი­ა. ასე რომ, ჯგუფ­ში უკ­ვე სამ­ნი დავ­რჩით და დე­კემ­ბრის და­საწყ­ი­სის­თვის, ანუ მე­სა­მე ტუ­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბით.

- თი­კა კან­დე­ლა­კის რეს­ტო­რან "თი­ნა­თინ­ში" რო­გორ­ღა მოხ­ვდი?

- ახ­ლობ­ლებს, რო­მელ­თა შო­რის ერ­თი ქარ­თვე­ლი­ა, კლუ­ბე­ბი და ქარ­თუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რა­ნი აქვთ და მიწ­ვე­ვენ ხოლ­მე სა­ღა­მო­ე­ბის წამ­ყვა­ნად. სა­ღა­მო­ე­ბი "თი­ნა­თინ­შიც" წა­მიყ­ვა­ნია და რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ რეს­ტორ­ნის ორი წლის იუ­ბი­ლე­ზეც მათ დამ­პა­ტი­ჟეს, თუმ­ცა არა წამ­ყვა­ნად. მათ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნასტიამ მთხო­ვა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი, - აგუ­ტინ­მა უნ­და იმ­ღე­როს "თი­ნა­თინ­ში" და შე­ნი და­ნახ­ვა გა­უ­ხარ­დე­ბა, თან მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი, "ვო­ი­სი­დან" გა­მომ­დი­ნა­რე დავ­წერთ: აგუ­ტი­ნი თა­ვის ფა­ვო­რიტ შემ­სრუ­ლე­ბელ­თან ერ­თა­დო. მეც დავ­თან­ხმდი. ერ­თი თვე­ა, მოს­კო­ვის "კო­მე­დი რა­დი­ო­ში" და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და ეთე­რის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე წა­ვე­დი იუ­ბი­ლე­ზე. ცო­ტა­თი მაგ­ვი­ან­დე­ბო­და და ისე გავ­თავ­ხე­დდი, ნას­ტი­ას ვთხო­ვე, ჩემს მოს­ვლამ­დე არ და­იწყ­ოთ, და თუ პრობ­ლე­მა შე­გექ­მნათ, აგუ­ტინს უთხ­ა­რით, რომ მე მოვ­დი­ვარ­-მეთ­ქი (ი­ცი­ნის). მარ­თლაც გვი­ან და­იწყ­ეს და მეც შე­ვუ­ერ­თდი. აგუ­ტინ­მა სცე­ნი­დან­ვე შემ­ნიშ­ნა და შე­მომ­ღი­მა. ცო­ტა ხნით სუფ­რას­თან დავ­ჯე­ქი, მე­რე კი სცე­ნას­თან ახ­ლოს დავ­დე­ქი და იქი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ლი­ო­ნი­ას.

- სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს, ალ­ბათ, თი­ნა კან­დე­ლა­კიც ეს­წრე­ბო­და. იც­ნობ?

- თი­ნას ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ოდ­ში ვიც­ნობ­დი, "მე­ო­რე არ­ხის" წამ­ყვა­ნი რომ იყო, მე კი რა­დი­ოს პირ­ველ არ­ხზე - შე­ნი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი. ბევ­რი სა­ერ­თო ახ­ლო­ბე­ლიც გვყავს, ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ჩათ­ვლით. თუმ­ცა ერ­თი ამ­ბა­ვი დღემ­დე უხერ­ხუ­ლად მახ­სენ­დე­ბა და კარ­გა ხანს მე­გო­ნა, ამის გა­მო თი­ნა ვერ მი­ტან­და: კლი­პის პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­ყავ­და, თი­ნა კი, უკ­ვე რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი, მოს­კო­ვი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო თბი­ლის­ში და შალ­ვას­თან ერ­თად იჯ­და დარ­ბაზ­ში. ისე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობ­დნენ, სცე­ნი­დან მწა­რე რეპ­ლი­კა ვეს­რო­ლე: მეს­მის, რომ მოს­კო­ვის და თბი­ლი­სის ჰა­ვა გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა ყველ­გან ერ­თი­ა-­მეთ­ქი! თინას აშ­კა­რად "გა­უტყ­და".

მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და ერ­თმა­ნეთს ახ­ლა, "თი­ნა­თი­ნის" და­ბა­დე­ბის დღე­ზე შევ­ხვდით. გვერ­დით მა­გი­დას­თან იჯ­და. მი­ვე­დი, მი­ვე­სალ­მე და, - აჩი­კო არ ხა­რო? - მიც­ნო, თა­ნაც აშ­კა­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ვახ­სოვ­დი, რა­კი ასე მომ­მარ­თა. გა­ვი­სა­უბ­რეთ და მივ­ხვდი, ის ამ­ბა­ვი არც ახ­სოვ­და, რად­გან არ შე­უხ­სე­ნე­ბი­ა, სა­მა­გი­ე­როდ, "ვო­ის­ში" ჩემს გა­მოს­ვლებს ადევ­ნებს, თურ­მე, თვალ­-ყურს და თვი­თო­ნაც და დე­და­მი­სიც ჩე­მი დი­დი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ცო­ტა ხანს ვი­სა­უბ­რეთ, ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვეთ, ფო­ტოც გა­და­ვი­ღეთ და გულ­თბი­ლად დავ­ცილ­დით. კო­მე­დია ის იყო, რომ მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში "ა­ჩი­კოს" მე­ძახ­და, ბლოგ­ზე კი ჩემ­თან ერ­თად ფო­ტოს რუ­სუ­ლად წა­ა­წე­რა: "დღეს არ­ჩის შევ­ხვდი. დე­და ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რობს მა­სო". კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი: რუ­სებს რომ ეშ­ლე­ბათ, კი­დევ არა­ფე­რი, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ხომ მა­ინც იცის, რომ აჩი­კოა სა­ხე­ლი და არა - არ­ჩი­კო (ი­ცი­ნის).

- მე­სა­მე ტურ­ში რას იმ­ღე­რებ?

- ჩე­მი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი­დან სტი­ვ უან­დე­რის "აი ჯასთ ქოლდ, თუ სე­ი, აი ლოვ იუ" და­მი­ტო­ვეს. ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მებ, რომ რა­ღაც ორი­გი­ნა­ლუ­რი მო­ვი­ფიქ­რო და ეს გა­მოს­ვლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რდეს მა­ყუ­რე­ბელ­სა და ჟი­უ­რის, ასე რომ, კვლავ ძა­ლი­ან მა­გარ ნო­მერს გპირ­დე­ბით!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: აჩი ფურცელაძის არაჩვეულებრივი "ბლუზი" და საგზური Voice-ის მომდევნო ტურში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება