"ანჟელიკა" ეკრანს უბრუნდება

"ანჟელიკა" ეკრანს უბრუნდება

50 წლის შემდეგ ანა დე სერჟ გოლინების რომანის, "ანჟელიკას" ახალ ვერსიას იღებენ. ამჯერად ანჟელიკას როლს ფრანგი მსახიობი ნორა არნეზედერი განასახიერებს.

23 წლის არნედეზერი, რომელსაც სათავგადასავლო-რომანტიკული ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირის განსახიერება ხვდა წილად, ახლა ანჟელიკას იმიჯს ირგებს. მის წინამორბედთან, ლეგენდარულ მიშელ მერსიესთან შედარებით, ნორას ნამვდილად გაუმართლა. ის ბუნებრივად ქერაა და როლისთვის თმის შეღებვა აღარ მოუწევს.

ანჟელიკას მეუღლის, ჟოფრეი დე პეირაკის როლს, სავარაუდოდ, ჟერარ ლანვენი შეასრულებს. ფილიპ დიუ პლესის კი ტომერ სისლე განასახიერებს. სურათზე არიელ ზეიტუნი მუშაობს.

პირველი წიგნი "ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა", რომელიც ფრანგი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, 1956 წელს გამოიცა. წიგნმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. რომანში მოვლენები XVII საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. მან იმდენად მოხიბლა მკითხველი, რომ ცოლ-ქმარმა გოლინებმა რომანების სერია გამოუშვეს. მათ შორის, "ანჟელიკა და მეფე", "დაუმორჩილებელი ანჟელიკა", "ანჟელიკა და სულთანი" და "ანჟელიკას ტრიუმფი".

პირველი რომანის ეკრანიზაციამ წიგნის პოპულარობაც კი დაჩრდილა. მაყურებელმა გაგრძელება მოითხოვა. სწორედ ასე დაიპყრო ანჟელიკას ისტორიამ დიდი ეკრანი.

აღსანიშნავია, რომ "ანჟელიკას" პირველი ეკრანიზაციის პრემიერა მულენ რუჟში გაიმართა. მას კოკო შანელიც ესწრებოდა და ტაშს ფეხზე წამომდგარი უკრავდა.

"ანჟელიკას" ახალი ვერსია ეკრანებზე მომავალი წლის შემოდგომაზე გამოვა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება