დემი მურს ახალი საყვარელი ჰყავს

დემი მურს ახალი საყვარელი ჰყავს

დემი მური საკმაოდ დიდი ხანი იყო დეპრესიაში, ახლა კი მას ახალი საყვარელი ჰყავს - 26 წლის არტ-დილერი ვიტო შნეიბელი.

დემის მეგობრების თქმით, წყვილმა ერთმანეთი ნაომი კემპბელის მეგობარი მამაკაცის, ვლადისლავ დორონინის დაბადების დღეზე გაიცნო. თვითმხილველების განცხადებით, დემი და ვიტო მთელი საღამო ცეკვავდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. მსახიობის მეგობრების თქმით, იმ დღის შემდეგ წყვილი თავისუფალ დროს ერთად ატარებს.

როგორც აღმოჩნდა, ხელოვნების ნიმუშების წარმატებული გამყიდველისთვის 24 წლიანი სხვაობა არაფერია. ვიტო დემიმდე მასზე 20 წლით უფროს სუპერმოდელს, ელ მაკფერსონს ხვდებოდა. 2010 წელს დადიოდა ხმები, რომ შნეიბელს მასზე 9 წლით უფროს მსახიობთან, ლივ ტაილერთანაც ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება