მსხვერპლი, რომელსაც ვარსკვლავები "ოსკარის" მოსაპოვებლად იღებენ

მსხვერპლი, რომელსაც ვარსკვლავები "ოსკარის" მოსაპოვებლად იღებენ

"ოსკარის" მოსაპოვებლად ყველა საშუალება კარგია - ამ ჰოლივუდურ აქსიომას ყოველდღე ამტკიცებენ ვარსკვლავები, რომლებიც როლების მოსაპოვებლად ყველაფერზე მიდიან. როლისთვის ისინი ხან სუქდებიან, ხან საოცრად სწრაფად იკლებენ წონაში.

მიუზიკლ "განდევნილებისთვის" ენ ჰეთევეიმ არა მხოლოდ თმები შეიჭრა, 12 კილოც დაიკლო. მიუზიკლი ლეგედარული ფრანგი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს რომანის მიხედვით იდგმება და ექსპერტების თქმით, ჰეთევეი არ შემცდარა, როდესაც ფილმისთვის ამხელა მსხვერპლზე წავიდა. მას "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ. თმების შეჭრის შემდეგ ენმა იხუმრა კიდეც, რომ საკუთარ ჰომოსექსუალ ძმას დაემსგავსა.

კრისტიან ბეილს ექსპერიმენტების არასდროს ეშინოდა: ფილმისთვის "მემანქანე" 2004 წელს მსახიობმა შიმშილობით თავი გამოიფიტა. კრისტიანი ისე გახდა, რომ მისი ჯანმრთელობით სერიოზულად შეშფოთდნენ თაყვანისმცემლებიც. სამწუხაროდ, მაშინ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ბეილს წილად არ ხვდა, არადა მის მოსაპოვებლად ვარსკვლავი დღეში მხოლოდ წყალს და ყავას სვამდა და ვაშლს შეექცეოდა.

2010 წელს მსახიობმა ისევ გადაწყვიტა იმიჯის შეცვლა. ფილმისთვის "მებრძოლი" - კრისტიანმა წონაში ისევ დაიკლო, თუმცა არა ისე რადიკალურად. ეს პატარა მსხვერპლი საკმარისი აღმოჩნდა და მსახიობმა იმ წელს მეორეხარისხოვანი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის "ოსკარი" მოიპოვა.

ოსკაროსანი ფილმისთვის "შავი გედი" ნატალი პორტმანმა საკუთარ სხეულს ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოაცდევინა: მსახიობმა 9 კგ დაიკლო, რაც მისი სიმაღლის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრია. "ოსკარი" საუკეთესო როლის შესრულებისთვის ნატალიმ მიიღო, რაც ამ მსხვერპლის თვალსაჩინო დაფასება იყო.

რენე ზელვეგერი ნამდვილი ექსტრემალია - თავიდან მან ყოველგვარი ეჭვების გარეშე მოიმატა წონაში ათობით კილოგრამი, რათა ფილმში "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" ეთამაშა, შემდეგ კი ასეთივე წარმატებით დაიკლო, რათა მიუზიკლ "ჩიკაგოში" მიეღო მონაწილეობა. მსახიობს ეს მცდელობები დაუფასდა. ის "ჩიკაგოსთვის" ამერიკული კინოაკადემიის ნომინანტთა სიაში აღმოჩნდა.

ცნობილი მსახიობმა შარლიზ ტერონმა ფილმისთვის "მონსტრი" 14 კგ-ით მოიმატა წონაში. ამ როლისთვის მას "ოსკარი" გადასცეს.

ჰილარი სუონკი ყველანაირად ეცადა, რომ კლინტ ისტვუდის ფილმში "გოგონა მილიონად" როლი მიეღო. მსახიობი მთელს დღეებს სპორტდარბაზში ატარებდა, ამუშავებდა კუნთებს და მოკრივის მოძრაობებს სწავლობდა.

იმისათვის, რომ მისი პირველი "ოსკარი" მიეღო, ტომ ჰენქსს წონაში 15 კგ-ით დაკლება მოუწია. მაშინ მსახიობი ფილმ "ფილადეფიაში" იღებდა მონაწილეობას. ფილმისთვის "გარიყული" ტომმა 14 კგ დაიკლო. ამ როლისთვის "ოქროს გლობუსის" მფლობელი გახდა.

ბიოგრაფიულ ფილმში "ლინკოლნი" მსახიობმა სალი ფილდმა მერი როდის როლი შეასრულა და ახლა მას "ოსკარზე" ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ასახელებენ. მან როლისთვის 11 კგ დაიკლო.

მართალია მეთიუ მაკკონაჰს "ოსკარზე" პრეტენზია არ აქვს, თუმცა მისმა შოკისმომგვრელმა გარდასახვამ ფილმისთვის "დალასის მყიდველთა კლუბი", ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსახიობი თაყვანისმცემლების თვალწინ გამოიფიტა.

ასევე დაგაინტერესებთ: 6 როლი, რომლის გამო მსახიობებმა თავი არ დაზოგეს

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება