ენრიკე ეგლესიასი ანა კურნიკოვას ცოლად მოყვანას არ აპირებს

ენრიკე ეგლესიასი ანა კურნიკოვას ცოლად მოყვანას არ აპირებს

ესპანელი მომღერალი, 36 წლის ენრიკე ეგლესიასი და მისი საყვარელი, 31 წლის რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა პაპარაცებმა მაიამიში შენიშნეს. წყვილი იახტით სეირნობდა. ანას თეთრი მაისური და შავი შორტი ეცვა. როგორც პაპარაცებმა განაცხადეს, კურნიკოვა წონაში იყო მომატებული. წყვილი ხშირად სეირნობს იახტით, რამდენიმე თვის წინ ენრიკე და ანა მექსიკასაც სტუმრობდნენ.

წყვილი 11 წელია ერთად არის, მაგრამ ახლო მომავალში დაქორწინებას არ აპირებს. ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეგლესიასმა საყვარელს ხელი სთხოვა, მაგრამ ენრიკე დაქორწინების შესახებ ყველა ჭორს უარყოფდა.

რამდენიმე თვის წინ ჟურნალ Parade-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ქორწინებაზე არ უფიქრია.

"შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი მშობლები განქორწინებულნი არიან. თუმცა, მგონია, რომ თუკი ადამიანი გიყვარს, ამისთვის ოფიციალური საბუთები და ხელშეკრულება არაა საჭირო", - განაცხადა ეგლესიასმა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ენრიკემ ისიც თქვა, რომ ცოლად მხოლოდ იმ ქალს მოიყვანს, რომელიც კისერზე არ დაეკიდება.

მომზადებულია indiavision.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ენრიკე იგლესიასის ახალი სიმღერა "შიშველი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება