"დაკარგულების" ვარსკვლავი პრემიერაზე ვერ იცნეს

"დაკარგულების" ვარსკვლავი პრემიერაზე ვერ იცნეს

მსახიობი ევანჯელინ ლილი, რომელიც მსოფლიომ პოპულარული ამერიკული სათავგადასავლო ტელესერიალით, "დაკარგულებით" გაიცნო, პრემიერაზე ვერ იცნეს.

"დაკარგულებში" ევანჯელინი თვითმფრინავ "ოუშენიკ 815"-ის ერთ-ერთ გადარჩენილ გმირს, ქეით ოსტინს განასახიერებდა. შავგვრემანმა, ცისფერთვალა სექსუალურმა მსახიობმა მაშინ მამაკაცებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად კი ლილიმ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა - მუქი გრძელი ხვეული თმა მოკლედ შეიჭრა და ქერად გადაიღება. ვარცხნილობამ ევანჯელინი რადიკალურად შეცვალა.

ახალ ზელანდიაში "The Hobbit"-ის პრემიერაზე შეკრებილი ფოტოგრაფები და გულშემატკივრები სახტად დარჩნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ქერათმიანი გოგონა ევანჯელინ ლილი იყო. კრიტიკოსების ნაწილს მსახიობის ახალი იმიჯი არ მოეწონა და განაცხადა, რომ ამ სტილში ის ქარიზმა და ეშხი, რაც შავგვრემან ქალს ჰქონდა, დაიკარგა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება