ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ნასვამ მდგომარეობაში სკუტერის მართვისთვის დააპატიმრეს.
მსახიობი პატარა ავარიის შემდეგ დააკავეს, რომელიც პარიზის ჩრდილო-დასავლეთით მოხდა. ალკოჰოლის ტესტმა, რომელიც დეპარდიემ პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლის შემდეგ ჩაიტარა, დადებითი პასუხი აჩვენა. ავარიაში არავინ დაშავებულა. დეპარდიე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, "გამოფხიზლების შემდეგ" მას ბრალს წაუყენებენ. არც მსახიობს და არც მის წარმომადგენელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2012 წლის აგვისტოში მსახიობი კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. სკუტერით მიმავალმა დეპარდიემ ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლთან იჩხუბა. თავად მსახიობის თქმით, დამნაშავე ავტომობილის მძღოლი იყო, რომელმაც იგი ლამის სკუტერიდან გადმოაგდო.
ბოლო დროს 63 წლის ჟერარ დეპარდიეს ნასვამ მდგომარეობაში ხშირად ხედავენ.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.