კიმ კარდაშიანს ყოფილი ქმარი ნიშნობის ბეჭდის დაბრუნებას სთხოვს

კიმ კარდაშიანს ყოფილი ქმარი ნიშნობის ბეჭდის დაბრუნებას სთხოვს

კიმ კარდაშიანის ყოფილი მეუღლე, კრის ჰემფრისი სომხური წარმოშობის ამერიკელი ტელევარსკვლავისგან ნიშნობის ბეჭდის დაბრუნებას ითხოვს.

ალმასებით შემკული ბეჭდის ფასი 2 მლნ დოლარია, თუმცა კიმ კარდაშიანი მის დაბრუნებას არ აპირებს. ვარსკვლავი თვლის, რომ ეს ძვირადღირებული საჩუქარი მას ეკუთვნის.

კრის ჰემფრისი კი მიიჩნევს, რომ მისი და კარდაშიანის ქორწილი დადგმული იყო და კიმის რეკლამას ემსახურებოდა, შესაბამისად, მას აქვს უფლება, რომ ბეჭედში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს.

მხარეების ადვოკატები ცდილობენ შეთანხმებას მიაღწიონ, თუმცა ძვირადღირებული სამკაულის დათმობას არცერთი არ აპირებს.

დასავლურ პრესაში წერენ, რომ ასეთი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, რომელიც მხოლოდ 72 დღეს გაგრძელდა, კიმმა ბეჭედი უნდა დააბრუნოს. გარდა ამისა, რეალითი შოუს ვარსკვლავს უკვე ჰყავს ახალი საყვარელი, რეპერი კენი ვესტი, რომელიც კარდაშიანს ხშირად ანებივრებს ძვირადღირებული საჩუქრებით.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება