თაკო აბაშიძე დედის ამპლუაში

თაკო აბაშიძე დედის ამპლუაში

მსახიობი თაკო აბაშიძე რამდენიმე თვის წინ დედა გახდა. ამბობს, რომ ულამაზესმა პატარა ანგელოზმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავის დროზე თაკომ, როგორც მსახიობმა, "უცნაური" გადაწყვეტილება მიიღო. ამბობენ, - მის ადგილას ბევრი უარს იტყოდა სიყვარულზე, მაგრამ - არა მატერიალურ კეთილდღეობაზე, თაკომ კი არჩევანი საყვარელ ადამიანზე გააკეთა და საზღვარგარეთიდან მიღებულ საკმაოდ კარგ შემოთავაზებებზე უარი თქვაო.

- პატარას სახელი ვინ შეურჩია? ალბათ, წმინდა ბარბარეს პატივსაცემად დაარქვით, არა?

- დიახ, ასეა! თან, ეს სახელი არა მარტო მე, არამედ ლაშას - ჩემს მეუღლესაც მოსწონდა. გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

- ბარბარე როგორი გოგონაა?

- საოცრად ჭკვიანია; ისეთი აზრიანი თვალები აქვს, რომ ზოგჯერ მგონია, რასაც ვეუბნები, ყველაფერი ესმის... ძალიან რთული მშობიარობა მქონდა და მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩემს გოგონას მთელი სამშობიარო იცნობდა - ბარბარე იყო ერთადერთი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომელიც საერთოდ არ ტიროდა. ექთანები მეუბნებოდნენ: გაოცებულები ვართ. ისე იქცევა, თითქოს გრძნობს, რომ დედა ცუდად ჰყავსო. ჩემთან პირველად რომ მოიყვანეს, დიდი ადამიანივით, მომაშტერდა და ისე დამაკვირდა, თითქოს მასაც ისევე აინტერესებდა ჩემი დანახვა, როგორც მე. მოკლედ, საოცარი ბავშვია...

- ქართული ტრადიციები მოგწონს?

- ტრადიციას გააჩნია: ზოგიერთი მათგანი მომწონს, ზოგი - არა. თუმცა, დროის სვლასთან ერთად, ყველა ტრადიცია ფორმას იცვლის და საბოლოოდ, მისგან რჩება ის, რასაც საზოგადოება შედარებით ღირებულად მიიჩნევს...

- ხშირად წყვილები შვილებს წინაპრების სახელებს არქმევენ. შენ ან შენს მეუღლეს დედის ან სხვა რომელიმე ახლობელი ადამიანის სახელის დარქმევის სურვილი არ გაგჩენიათ?

- ეს ტრადიცია იმ ტრადიციათა რიცხვში შედის, რომელიც არ მომწონს; ადამიანის უფლებებისა და სულიერების რღვევად მიმაჩნია ის ფაქტი, როდესაც მეორე ნახევარი გავალდებულებს, საკუთარ შვილს ის კი არ დაარქვა, რაც შენ გინდა (ან სულაც, თავად უნდა), არამედ ის, რაც მის ან შენს მშობელს ჰქვია. არ მესმის, რატომ უნდა გააკეთო მსგავსი რამ? რატომ უნდა ატაროს ბავშვმა ბებიის ან ბაბუის სახელი და ამით გარკვეულწილად, მისი ცხოვრებაც დაიბედოს?! მერწმუნეთ, მშობლის პატივისცემა მსგავს რაღაცებში სრულებით არ გამოიხატება.

- ცრუმორწმუნე ხარ?

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ძალიან ხშირად, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ.

- ამბობენ, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! 40 დღის განმავლობაში არავინ უნდა ნახოს და ახალბედა დედის გარეთ გასვლაც არ შეიძლებაო. ეს წესი დაიცავით?

- არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ცხოვრებას ირთულებენ, რაღაცებს იგონებენ და მერე ამას ჩვენც გვიწესებენ. პირადად მე, სამშობიაროდან გამოვედი თუ არა, მაშინვე აგარაკზე - მუხათწყაროში წავედი და იქ მოსულ სტუმრებსაც მშვენივრად გავუმასპინძლდი. მიუხედავად ამისა, ჩვენს ოჯახს არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. 40 დღე სახლში რომ ჩავიკეტო, ეს ჩემთვის უდიდესი სტრესი იქნება.

- იმასაც ამბობენ, - საბავშვო ნივთების წინასწარ შეძენა არ შეიძლებაო. ბარბარეს საჭირო ნივთები როდის უყიდე?

- საწოლი, "კალიასკა", ტანსაცმელი - ეს ყველაფერი ბარბის დაბადებამდე შევიძინე. ვფიქრობ, ამაზე ყველა დედამ წინასწარ უნდა იზრუნოს. აბა, ის არის კარგი, საჭირო ნივთების შესაძენად ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაბადების შემდეგ რომ დარბიან?!.

- შვილის მოვლაში მეუღლე გეხმარება?

- კი, ლაშა ყველაფერში მეხმარება!

- კაცებს ხშირად თოთო ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ხელში აყვანის ეშინიათ. უფრო მეტიც, ზოგჯერ დედებსაც ეშინიათ პატარის ხელში აყვანის - აქაოდა, რაიმე არ ვატკინოო... ვიდრე ბარბარე დაიბადებოდა, თოთო ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ხელში გჭერია?

- ჩემი შვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე ძმისშვილი - ნიაკო შეგვეძინა. ჩვილის ხელში დაჭერა პირველად სწორედ მაშინ ვისწავლე. თუმცა, საკუთარი პირმშოს აყვანა და მოვლა უფრო მარტივი ყოფილა; ვგრძნობდი, როგორ უნდა ამეყვანა, სად შეიძლებოდა ხელის მოკიდება და სად - არა. მოკლედ, ასეთ დროს ქალს ე.წ. დედის ინსტინქტი ბევრ რამეში ეხმარება.

- მეუღლე მშობიარობას ხომ არ დაესწრო?

- დიახ, დაესწრო. ძალიან მინდოდა, როცა ჩვენი შვილი ამ ქვეყანას მოევლინებოდა, ეს წამები მე და ლაშას ერთად გვენახა და ასეც მოხდა! ამ ყველაფერს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

- პატარას დამოუკიდებლად უვლი თუ ძიძა გეხმარება?

- ძიძა მყავს, რადგანაც მუშაობის პარალელურად, ბავშვს ფიზიკურად ვერ მოვუვლი.

- ძიძა რა კრიტერიუმებით შეარჩიე? მას თუ ამოწმებ ხოლმე?

- ბარბარეს ძიძას ჩვენმა ახლო ნათესავმა გაუწია რეკომენდაცია. ვნახე თუ არა, მომეწონა; დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ კარგი ადამიანი იყო. რაც შეეხება ძიძას შემოწმებას: ვიდეო და ფოტოგადაღებები ნამდვილად არ მიწარმოებია, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ რამდენიმე საათს სახლში მასთან ერთად ვატარებ და ვხედავ, თუ როგორ უვლის ჩემს შვილს. მას ბარბი ძალიან უყვარს და ბავშვსაც მოსწონს მასთან ყოფნა... არ ვამტყუნებ იმ დედებს, რომლებიც თავიანთი შვილის ძიძას ამოწმებენ. ბოლოს და ბოლოს, ამ პროფესიის ადამიანებს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს - შვილს ვაბარებთ...

- როგორი ინტუიცია გაქვს?

- ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს. ადრე, როცა ინსტინქტი რაღაცას მკარნახობდა, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "არა, იქნებ ცდები!", მაგრამ ჩემი ინტუიცია უმეტეს შემთხვევაში, მართლდებოდა. ჰოდა, ახლა საკუთარი ინტუიციის ნდობა ვისწავლე - რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, იმას აუცილებლად ვითვალისწინებ.

- თავიდანვე გრძნობდი, რომ გოგო უნდა გყოლოდა თუ "ექოსკოპისტმა" გაგიცრუა იმედი? ხომ იცი, ქართველებს (ნუ, ცხადია, ყველას არა) ის უფრო ეამაყებათ, როცა ვაჟი უჩნდებათ...

- პირველი დღიდან ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა და როცა ეს ექიმმაც დამიდასტურა, ძალიან გამიხარდა. საოცრად მინდოდა, გოგონა მყოლოდა. რაც შეეხება სიამაყეს: ისეთივე ამაყი ვარ ბარბარეს დედობით, როგორი ამაყიც ბიჭის შეძენით ვიქნებოდი. საამაყო სქესი არ არსებობს, არსებობენ საამაყო ადამიანები.

- სცენა არ მოგენატრა?

- კი, ძალიან მომენატრა და სულ მალე ისევ მიხილავს მაყურებელი.

- რა მხრივ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ოჯახს ახალი წევრი შეემატა?

- შვილის დაბადების მერე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. თავადაც შევიცვალე - ახლა სხვაგვარად ვფიქრობ, ვაზროვნებ. ასე მგონია, მის დაბადებამდე ყველაფერი უფერული იყო...

- შვილს ბევრი ყურადღება სჭირდება. ამბობენ, კაცები ასეთ დროს, ცოტა არ იყოს, შვილზე ეჭვიანობენო...

- ქმრისადმი და საკუთარი თავისადმი ყურადღების მოდუნება შვილის ბრალი კი არა, თავად ქალის ბრალია. უბრალოდ, ადვილია, ყველაფერი ბავშვს გადააბრალო... ჩემს მეუღლეს ყურადღება არასდროს მოაკლდება. ათი შვილიც რომ მყავდეს, ვიტყვი: ჯერ ლაშა მყავდა და მერე შვილები გაჩნდნენ-მეთქი. მოსიყვარულე ცოლს ქმარს შვილიც კი ვერ დაავიწყებს!

- შენი მეუღლის, ლაშა როსტომაშვილის შესახებ რა შეგიძლია გვითხრა, როგორი ქმარია? როგორც რეჟისორს, რა აქვს გადაღებული ან დადგმული და როგორც კარატისტს, რაიმე მიღწევა თუ აქვს?

- ლაშა არის ადამიანი, რომელმაც ნამდვილად გამაოცა. ისეთი თვისებები აქვს, რაც ძალიან ღირებულია. მას სითბოს გაცემის, სიყვარულის დიდი უნარი აქვს. მეუღლე მეც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ის ნიჭიერი ადამიანია. მოგეხსენებათ, პროფესიით რეჟისორია. გადაღებული აქვს არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმები, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ბევრი სხვა ნიჭიერი ხელოვანი, დღეს საკუთარი პროფესიით არ მუშაობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალში თავის პროფესიას დაუბრუნდება... რაც შეეხება სპორტს: ძალიან მწყდება გული, რომ არც ამ სფეროში აქტიურობს. არადა, თავის დროზე წარმატებული სპორტსმენი იყო: მრავალი კარატეს ქამარი აქვს მიღებული და გარდა ამისა, ჩემპიონია წესების გარეშე ბრძოლაში. მას უდიდესი შინაგანი ძალა აქვს. როცა რინგზე მისი ბრძოლის ჩანაწერი პირველად ვნახე, შოკი მივიღე - ადამიანმა რამდენიმე წამში საოცრებები ჩაიდინა; ის კი არ ჩხუბობდა, არამედ დაფრინავდა. ბრძოლა რამდენიმე წამში დაასრულა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი სიურპრიზი იყო ჩემთვის, მას ამ თემაზე ჩემთან არასოდეს უტრაბახია. აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, მისნაირი მგრძნობიარე და თბილი ადამიანი ასეთი მებრძოლი თუ იქნებოდა...

- როგორც ვიცი, დაოჯახებამდე საფრანგეთში იყავი და იქ რომელიღაც თეატრში მუშაობდი. ამის შესახებ მომიყევი...

- დიახ, ასე იყო. თითქმის 3 თვე გავატარე საფრანგეთში, სადაც ქართველმა რეჟისორმა - ალექსი ჯაყელმა მიგვიწვია მე, გვანცა დადიანიძე და ზურა აბესაძე. ჩვენ ერთ-ერთ ფესტივალში ვმონაწილეობდით. ცნობისათვის, ალექსის საფრანგეთში საკუთარი თეატრალური კომპანია - "პრესტო ანდანტე" აქვს. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, ამ ნიჭიერი რეჟისორის სპექტაკლებში მეთამაშა.

- საზღვარგარეთ სამუშაოს პოვნის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ უმეტესობა მიზანს ვერ აღწევს, შენ კი სიყვარულის გამო ეს ყველაფერი დათმე. როგორ ფიქრობ, ქალმა ოჯახის გამო მსხვერპლი რა შემთხვევაში უნდა გაიღოს? ლაშამ რომ გითხრას, მსახიობობას საერთოდ უნდა შეეშვაო, რას უპასუხებ?

- პირადად მე, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა, მათ შორის - საფრანგეთიდანაც, თუმცა, მატერიალურ კეთილდღეობას საყვარელ ადამიანთან ყოფნა ვარჩიე. ჰოდა, "მსხვერპლს" ვერ დავარქმევ იმ ბედნიერ ერთ წელიწადს, რომელიც ლაშასთან ერთად გავატარე. დარწმუნებული ვარ, ლაშა ასეთი არჩევანის - ან სამსახური, ან ოჯახი - წინაშე არასოდეს დამაყენებს. მერწმუნეთ, მსახიობობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ჩემი სულიერი მდგომარეობაა და ვფიქრობ, როცა ადამიანს უყვარხარ, ამ ყველაფერზე უარის თქმას არასდროს მოგთხოვს.

- დაასახელე 5 რამ, რის გამოც ღირს ცხოვრება...

- სიყვარული, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული...

- დაბოლოს, რას ურჩევ ახალბედა მშობლებს?

- ახალბედა მშობლებს ვურჩევ, ბევრი წიგნი იკითხონ ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! აღზრდისა და განვითარების შესახებ. არსებობს უამრავი საშუალება საიმისოდ, რომ ამ სფეროში ინფორმირებული და შესაბამისად - შეიარაღებულიც იყო...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება