რობერტ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ

რობერტ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ

70 წელს მიტანებული მსახიობი რობერტ დე ნირო ასაკს არ ეპუება. ბოლო წელს ზედიზედ ორი ფილმი გამოვიდა მისი მონაწილეობით - "ჩემი ბიჭი გიჟია" და "ფლინად ყოფნა". მსახიობს პირადი ცხოვრებაც აწყობილი აქვს და თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.

სხვათა შორის, დე ნიროს ყველა საყვარელი ქალი აფროამერიკული წარმოშობისაა - ხუმრობენ ხოლმე, რომ დე ნიროს მხოლოდ შავკანიანი ქალები ხიბლავენ. პირველი ცოლისგან დენიელ ებოტისგან ერთი ნაშვილები და ერთიც ღვიძლი შვილი ჰყავს. ასევე ჰყავს ტყუპი შვილი მოდელ ტუკი სმიტთან. 1997 წლიდან კი ყოფილ სტიუარდესა გრეის ჰაიტაუერზეა დაქორწინებული. მათ 1998 წელს გაუჩნდათ ვაჟი ელიოტი, ახლახან კი სუროგატი დედისგან გაუჩნდა მეექვსე შვილი. ექვსი შვილისგან დე ნიროს სულ სამი შვილიშვილი ჰყავს.

"სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც ჩარჩოები"

-  ბოლო დროს რომელმა ცხოვ­რებისეულმა სიტუაციებმა დატოვეს დიდი კვალი თქვენს ცხოვრებაში?

-  ერთი თვის წინ შვილი გამიჩნდა, ორი კვირის წინ კი - შვილიშვილი. ეს ყველაზე მთავარია, ალბათ. ახალდაბადებული ქალიშვილი ჩემი მეექვსე შვილია. შეიძლება, სახლში ცოტა ხმაური იყოს, მაგრამ ეს მეტ ელფერს შესძენს ცხოვრებას. თანაც, როცა გამუდმებით ბავშვების გარემოში ხარ, სულით ახალგაზრდავდები.

-  შარშან კანის კინოფესტივალ­ის ჟიურის საპატიო თავმჯდომარე იყავით. იქ თქვენი თანამგზავრი ულამაზესი მონიკა ბელუჩი იყო, რომელთანაც ითამაშეთ ფილმში "სიყვარული: გამოყენების ინსტრუქცია"...

-  დიახ, კარგი დრო გავატარეთ და გავერთეთ კიდეც. მონიკას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს, რომელიც გადაღებების დაწყებამდე შევაფასე. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ასეთ ულამაზეს ქალში შეთავსებულია ჭკუა, იუმორისა და ტაქტის გრძნობა. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის მასთან მუშაობა.

-  ამ ფილმში ხანდაზმული მამაკაცი მოულოდნელად მეორე ახალგაზრდობას იძენს და პატარა ბიჭივით მიჯნურდება. ეთანხმებით ამ სიბრძნეს, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს?

-  სავსებით ვეთანხმები. სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც ჩარჩოები, ის ყველა ასაკში ერთნაირად ძლიერად იპყრობს ადამიანს, ფრთებს ასხამს. თუმცა ვფიქრობ, რომ ასაკში უბრალოდ ამ გრძნობის მეტად დაფასებას ვიწყებთ. თითქოს გვეშინია, რომ ის შეიძლება უკანასკნელი გამოდგეს და ვუფრთხილდებით.

-  კულინარიის დიდი მცოდნე ხართ, საკუთარი რესტორნების ქსელიც გაქვთ. თავად რომელ რესტორანში დადიხართ?

-  მიყვარს გემრიელად ჭამა, მაგრამ თუ გინდათ სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იაპონური სამზარეულო მიყვარს, მართალია, იტალიელი ვარ, თუმცა იაპონური კულტურა ჩემთან ძალიან ახლოს არის.

"კინო ჩემი ფსიქოთერაპიაა"

-  ვინ იქნებოდით, მსახიობი რომ არ გამხდარიყავით?

-  არ ვიცი. ალბათ, მუსიკოსი.

-  თუმცა ისიც საჯარო პროფესიაა. არ მოგბეზრდათ პოპულარობა?

-  ერთადერთი, რაც არ მომწონს მთელ ამ ამბავში, ის არის, რომ ყოველთვის ყველაფერში მეთანხმებიან. მაშინაც კი, თუ სრულ სისულელეს ვამბობ, პირში მომჩერებიან, როცა ვლაპარაკობ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი მსახიობი ვარ. არადა, ძალიან მაკლია ისეთი ადამიანები, რომლებიც მეტყოდნენ, რას ფიქრობენ, რომლებიც შემეკამათებოდნენ. ასეთები ცოტა მყავს. ხოლო პოპულარობა, პაპარაცები და ფული არანაირად არ მტვირთავს. უბრალოდ, არ მიყვარს, როცა ჟურნალისტები ჯგროდ მესევიან ფოტოკამერებით. ეს ცოტა მეუხერხულება.

-  ბევრი მსახიობი ამბობს, რომ თქვენთან მუშაობა რთულია. რატომ?

-  არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ არ მიყვარს, როცა ადამიანებს გადასაღებ მოედანზე თავიანთი პრობლემები მოაქვთ, ასე კი ხშირად ხდება. თუ ფილმზე ვიწყებ მუშაობას, მთლიანად მასზე ვარ კონცენტრირებული და არ ვაპირებ სხვა ადამიანებსა და მათ პირად ამბებზე მოცდენას. ამ პოზიციას ყოველთვის მკაცრად გამოვხატავ. პირველ რიგში, სამუშაოა და მერე კადრს მიღმა ურთიერთობები. კინო ჩემთვის ყველაფერია. ეს ჩემი ფსიქოთერაპიაა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება