სამხედრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო

სამხედრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, სამხედრო პოლიციამ, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციასთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო.

"თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი რაოდენობით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი ამოიღო სამხედრო პოლიციამ, შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოსთან ერთად. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სხვადასხვა კალიბრისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი რეგისტრირებული არსად არის. იარაღის საცავის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქალაქემ თავდაცვის უწყებას მიმართა. გამოძიებას აწარმოებს ქალაქ თბილისის სამმართველო", - აღნიშნა ავალიანმა.

მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დროისთვის არ სახელდება მოქალაქის ვინაობა და ბინის მისამართი. ავალიანის განცხადებით, ძიება დაადგენს, თუ ვის მიერ და რა მიზნით მოხდა საცხოვრებლ ბინაში ამ არსენალის შეტანა.

სამხედრო პოლიციის უფროსის, კახა ჩიხრაძის განმარტებით კი, ამოღებულია დაახლოებით ასი ერთეული იარაღი, მათ შორის მპ-5, მპ-3, მპ-5კ და ჰეკლერკოხის ავტომატური იარაღები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე