მელაძე "ვია გრას" რეალითი შოუს სახით აღადგენს

მელაძე "ვია გრას" რეალითი შოუს სახით აღადგენს

რუსეთში მოღვაწე ქართველი პროდუსერი კონსტანტინე მელაძე მუსიკალურ ჯგუფ "ვია გრას" რეალითი-შოუს სახით აღადგენს.

ერთი კვირით ადრე მელაძემ განაცხადა, რომ 12-წლიანი ისტორიის მქონე ჯგუფი 2013 წლის 1-ელ იანვარს არსებობას შეწყვეტდა. ეს სოლისტის წასვლის შემდეგ მოხდა. კომპოზიტორმა განაცხადა, რომ "ვია-გრამ" საკუთარი პოტენციალი ამოწურა. ხოლო თავად სიმღერებს არა გოგონათა ჯგუფისთვის, არამედ სოლო შემსრულებლებისთვის დაწერს, კერძოდ, იგი კარიერის აწყობაში ჯგუფის სოლისტ ალბინა ჯანაბაევას დაეხმარება.

ახლა კი კომპოზიტორი აცხადებს, რომ ჯგუფის ახალი შემადგენლობის შერჩევას სატელევიზიო რეალითი-შოუს - "მინდა "ვია გრაში" დახმარებით დაიწყებს. კასტინგში მონაწილეობის მიღება დსთ-ს ყველა ქვეყნის წარმომადგენელ გოგონას შეუძლია. კასტინგი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყება. შოუს უკრაინაში გადაიღებენ, ხოლო მის ტრანსლირებას რუსული НТВ და უკრაინული "1+1" განახორციელებს.

პროექტის მეორე პროდუსერის ალან ბადოევის თქმით, სულ რვა ყოველკვირეული გამოშვებაა დაგეგმილი, რომელთაგან პირველი - ეთერში 8 მარტს ჩაეშვება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება