სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება

სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება

საზღვრის დაცვისა და დაზვერვის დეპარტამენტების ყოფილი უფროსი ვალერი ჩხეიძე საქართველოში ბრუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩხეიძის ოჯახის წევრებმა აცნობეს, დევნილობაში მყოფი 64 წლის სამხედრო პირი საქართველოდან 2004 წლის ივლისში წავიდა.

ვალერიან ჩხეიძის შვილის, ვახტანგ ჩხეიძის თქმით, მამამისის საქართველოდან წასვლა "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლების გამო მოხდა.

"ვალერი ჩხეიძე სასაზღვრო დეპარტამენტიდან დაზვერვის დეპარტამენტში გადაიყვანეს. როგორც ის ამბობს, ეგონა, "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლება ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები მამას გამოცდილებას და აზრს არ ითვალისწინებდნენ, რეალურ გზას ასცდნენ და სხვა მიმართულებით წავიდნენ. ამას მოჰყვა კონფლიქტიც. უკვე სიბინძურეების შეთითხვნა დაიწყეს. ვალერი ჩხეიძეს ღირსებით უცხოვრია და ამიტომ ხელისუფლებისგან გაცლა და უკრაინაში გადახვეწა არჩია. ახლა დადგა დრო, დაუბრუნდეს სამშობლოს", - განაცხადა ვახტანგ ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვალერი ჩხეიძე 5 დეკემბერს საქართველოში მოსკოვი-თბილისის რეისით, 15.45 საათზე ჩამოფრინდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე