მერლინ მონროზე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

მერლინ მონროზე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

მერლინ მონროს ცხოვრება უკვე გახდა უამრავი ფილმის, ლიტერატურული ნაწარმოების და თეატრალური დადგმის საფუძველი. რეჟისორმა ლიზ გარბუსმა მერლინის ცხოვრებას კიდევ ერთი, ამჯერად დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა.

ფილმი ჟურნალებზე, ლექსებზე და წერილებზე დაყრდნობით შეიქმნა. ეს ყველაფერი ლი სტრასბერდგის, მერლინ მონროს სანდო პირისა და სამსახიობო სტუდიის დირექტორის პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს. 

დოკუმენტურ ფილმს "სიყვარულით, მერლინი" ქვია. ფილმი Studiocanal, Diamond Girl Productions-ისა და HBO Films-ის საერთო ნამუშევარია.

HBO-ს ისტორიაში უკვე არისფილმი მონროს შესახებ. მას "ნორმა ჯინი და მერლინი" ქვია, ეკრანებზე 1966 წელს გამოვიდა და Emmy-ს ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა. 

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მომავალ წელს მერლინ მონროს კიდევ ერთი ისტორიის ეკრანიზაცია მოხდება. მას პულიცერის პრემიის ლაურეატის, ჯოის კეროლ ოუტსის წიგნის - "ქერას" მიხედვით გადაიღებენ. ამ ფილმზე ენდრიუ დომინიკი იმუშავებს.

სურათი ეკრანებზე 2013 წელს გამოვა. 

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება