ბარბარა სტრეიზანდმა მარლონ ბრანდოს საყვარლობაზე უარი თქვა

ბარბარა სტრეიზანდმა მარლონ ბრანდოს საყვარლობაზე უარი თქვა

მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი საჯაროდ აღიარებს, რომ მსახიობ მარლონ ბრანდოს მასთან ინტიმური ურთიერთობა აუკრძალა.

აღმოჩნდა, რომ ბრანდო ბარბარას პაემანზე ხშირად ეპატიჟებოდა, თუმცა ვარსკვლავი მის მიპატიჟებას ყოველთვის უარით პასუხობდა. თურმე, ბრანდო ბარბარას მოკრძალებით ისე შეწუხდა, რომ ერთხელაც მანქანით სახლში მიადგა და უდაბნოში გასეირნება კატეგორიულად მოსთხოვა.

"ბრანდო დაჟინებით მოითხოვდა, უდაბნოში გავყოლოდი და ველური ყვავილები გვენახა. რასაკვირველია, მაშინვე მივხვდი, რომ მთელი ღამით პეიზაჟით ტკბობა არ სურდა. ვუთხარი, რომ მას საერთოდ არ ვიცნობდი", - განაცხადა ბარბარამ ჟურნალისტებთან საუბარში.

"გრემისა" და "ოსკარის" მფლობელი ბარბარა სტრეიზანდი 70 წლისაა. მან შეერთებულ შტატებში 70 მლნ-ზე მეტი ალბომი გაყიდა. მათ შორის, ყველაზე პოპულარული იყო ალბომი - What Matters Most, რომელიც "გრემის" ნომინაციაზე წარადგინეს.

მომზადებულია nypost.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება