სარა ბრაიტმანი: "კოსმოსში გასაფრენად ვემზადები"

სარა ბრაიტმანი: "კოსმოსში გასაფრენად ვემზადები"

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაიტმანი პირველი მომღერალი გახდება, რომელიც მუსიკალურ პარტიას ღია კოსმოსში შეასრულებს. სოპრანომ, რომელიც "ყველაზე კარგად იყიდება", გაფრენისთვის მზადება უკვე დაიწყო.

- ჩემი გაფრენის მთავარი მიზანია დიდი ხნის ოცნება ავისრულო. ბავშვობიდან ვოცნებობდი კოსმოსზე. ძალიან ბევრი ვიმუშავე და მგონი შემიძლია, საკუთარ თავს რაღაცის უფლება მივცე. გარდა ამისა, იუნესკოსთან ვთანამშრომლობ და მთხოვეს, კეთილი ნების ელჩი ვიყო. გაიგეს, რომ კოსმოსში გაფრენას ვაპირებ და დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლება ეს დაეხმაროს ადამიანებს. ბოლოს და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში ქალთა განათლების პოპულარიზაციისთვის. კოსმოსში გავფრინდები და დედამიწასთან მექნება კავშირი, იმედი მაქვს, ეს იმ გოგონებს შთააგონებს, რომლებიც სამეცნიერო ან ტექნიკურ კარიერაზე ფიქრობენ. როგორც მე ბავშვობაში შთამაგონებდნენ ქალი კოსმონავტები. ჯერჯერობით კონკრეტულ გეგმებსა და მიზნებს ვამუშავებთ, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი გასაგები გახდება. იმედი მაქვს, კიდევ უფრო თამამ ოცნებასაც განვახორციელებ და ღია კოსმოსში ვიმღერებ.

- როდის გეგმავთ გაფრენას?

- კონტრაქტის მიხედვით, თარიღის გაცხადება არ შეიძლება. მაგრამ ეს მომავალ წელს ნამდვილად არ მოხდება. 2013 წელს დიდი ტური მაქვს ახალი ალბომით, რომელსაც დიდი ხანია ვგეგმავდი. მერე კი ვივარჯიშებ, მოვემზადები და გავფრინდები. ჯერ მსოფლიოს ჩემი ალბომით შემოვივლი. ყველგან ჩავალ - ეს ყველაზე მასშტაბური ტურნე იქნება ჩემს ცხოვრებაში.

- თქვენი ბოლო ალბომიც კოსმოსის გავლენით იქმნებოდა?

- რასაკვირველია. მას ვუწოდე Dream Ñhaser. ეს შესანიშნავი გამოთქმაა, მაშინვე წარმოიდგენ ადამიანს, რომელიც თავის ოცნებას მისდევს. ჩვენ ყველანი რაღაცაზე ვოცნებობთ, მერე რაღაც ახდება, რაღაც - არა. ჩვენი სურვილებიდან ცოტას მაინც თუ განვახორციელებთ, ეს დიდი მიღწევაა.

- თქვენი კარიერა მიუზიკლებით დაიწყო. მომავალში თუ გეგმავთ მათში მონაწილეობას?

- მიუზიკლებში - არა. უკვე დიდი ხანია არ ვთამაშობ, სოლოკარიერა მაქვს. გასტროლებზე დავდივარ, ალბომებს ვიწერ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება