ირინა შეიკის ეროტიული ვიდეოთი აშანტაჟებენ

ირინა შეიკის ეროტიული ვიდეოთი აშანტაჟებენ

პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს საცოლეს, ირინა შეიკის, უცნობი ადამიანები პროვოკაციული ვიდეოჩანაწერით აშანტაჟებენ. ვიდეოფირზე ფეხბურთელისა და მოდელის ინტიმური ცხოვრების დეტალებია აღბეჭდილი. ორი უცნობი მამაკაცი ვიდეოფირის გამოქვეყნებით იმუქრება.

ბოროტმოქმედები ფეხბურთელის ბინაში შეიჭრნენ და სამკაული, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და საოჯახო ტექნიკა გაიტაცეს. რონალდუ იმ დროს ვარჯიშზე იმყოფებოდა, ძარცვის შესახებ კი საკუთარი აგენტისგან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო.

27 წლის ფეხბურთელი იმ ფაქტმა განარისხა, რომ ქურდებმა რამდენიმე USB-მატარებელი წაიღეს, რომლებზეც პირადი ინფორმაცია ინახებოდა: დოკუმენტები და ფოტო. გატაცებულ ფაილებს შორის აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერიც, რომელზეც წყვილის ინტიმური ალერსია აღბეჭდილი.

ძარცვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქურდები წყვილს ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდნენ და ჩანაწერის ქსელში გავრცელებით დაემუქრნენ, ამჟამად მძარცველები ჩანაწერის მაქსიმალურ ფასად გაყიდვას ცდილობენ.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება