პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა.

პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.

პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მოდლოვასა და ბელორუსში. InterPressNews.Geმანამდე მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების თანახმად, გაერთიანებული შტაბის უფროსს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე