ჯასტინ ბიბერმა აღიარა, რომ მისი მუსიკა მოსაბეზრებელია

ჯასტინ ბიბერმა აღიარა, რომ მისი მუსიკა მოსაბეზრებელია

კანადელმა მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა აღიარა, რომ მისი მუსიკა მოსაბეზრებელია. ვარსკვლავი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიდეოპორტალ YouTube-ს ლიდერი იყო, აცხადებს, რომ გამუდმებით უწევს მუსიკალური სტილის შეცვლა.

"ადამიანებს ბეზრდებათ ერთი და იგივე. ამიტომ ყოველ ახალ ალბომზე მუშაობისას ახალი სტილის შექმნა მიწევს", - განაცხადა მომღერალმა ჟურნალ Style-თან საუბრისას.

18 წლის ვარსკვლავის განმარტებით, როდესაც ინტერნეტში მისი ახალი სიმღერა ჩნდება, ფანები მას დღეების განმავლობაში უწყვეტად უსმენენ და მალე ბეზრდებათ.

"ამის გამო რაღაც ახლის მოგონება სულ უფრო სწრაფად მიწევს. თუ ისეთივე მუსიკას შევქმნი, როგორიც ჩემს ბოლო ალბომში იყო, ფანები მას აღარ მოუსმენენ", - განაცხადა თინეიჯერმა მომღერალმა.

მომზადებულია Style-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება