კარლა ბრუნი სცენას უბრუნდება

კარლა ბრუნი სცენას უბრუნდება

საფრანგეთის ყოფილ პირველ ლედის, კარლა ბრუნის მუსიკალური კარიერის გაგრძელება სურს.

44 წლის ყოფილმა პირველმა ლედიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეუღლის, ნიკოლა სარკოზის დამარცხების შემდეგ, გადაწყვიტა თავისი მუსიკალური კარიერა განავითაროს. ამის შესახებ ბრუნიმ ჟურნალ Vogue-თან ისაუბრა.

"ელისეს სასახლეში ცხოვრება ლამაზი თავგადასავალი იყო, მაგრამ დღეს უკვე დაბრუნება მინდა. მინდა დავუბრუნდე მუსიკალურ სამყაროს, რომელსაც ასე კარგად ვიცნობ და რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა კარლამ.

კარლა ბრუნი ყოფილი მოდელი და მომღერალია. მას რამდენიმე სოლო ალბომიც აქვს გამოშვებული. გარდა ამისა, კარლა ბრუნის რომანი ჰქონდა ისეთ ლეგენდარულ მომღერლებთან, როგორებიც არიან მიკ ჯაგერი და ერიკ კლაპტონი.

მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება