ჩენინგ ტატუმს კინოსგან დასვენება უნდა

ჩენინგ ტატუმს კინოსგან დასვენება უნდა

ცნობილ მსახიობს, ჩენინგ ტატუმს კინოსგან დასვენება უნდა. ვარსკვლავის თქმით, ახლა მას რეჟისურა უფრო აინტერესებს.

მსახიობი, რომელიც ჟურნალმა people-მა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა, ერთი წლის განმავლობაში ყველა როლზე უარის თქმას აპირებს. მას მეგობართან და პარტნიორთან, რეიდ კაროლინთან ერთად სარეჟისორო პროექტის წამოწყება სურს.

"სამი თუ ოთხი იდეა გვაქვს, რომლებიც ძალიან მოგვწონს. წლის ბოლოს ფილმისთვის სცენარს დავწერთ. რეჟისორებიც თავად ვიქნებით. ის ნაბიჯები, რომლებიც სამსახიობო კარიერაში გადავდგი, ერთგვარად ახლის ძიება იყო, მაგრამ არ მინდა რეჟისურაზე უარი ვთქვა", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება