რიანა გადაცემას წაიყვანს

რიანა გადაცემას წაიყვანს

მომღერალი რიანა ტელეარხ Style Network-ზე შოუს წაიყვანს.

შოუს Styled to Rock ქვია. მასში მონაწილეობას 12 დიზაინერი მიიღებს, რომლებსაც მომღერალი თავად აარჩევს. დიზაინერები ერთმანეთს ნიჭსა და ოსტატობაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულს ღირებული პრიზი გადაეცემა.

"მოდა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მოხარული ვარ, რომ Style Network-თან ვითანამშრომლებ. მინდა ჩემი შემოქმედებითი ხედვა გავუზიარო დიზაინერებს და საშუალება მივცე, საკუთარი თავი წარმოაჩინონ", - აღნიშნა მომღერალმა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება